აკაკი ბობოხიძე: "ჩემმა ძმამ მოსამართლეს აგინა..."

აკაკი ბობოხიძე: "ჩემმა ძმამ მოსამართლეს აგინა..."

პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის ძმა (ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი) რამდენიმე ბრალდებით დააკავა. ლევან ბობოხიძე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზეა დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წელს ლევან ბობოხიძის მიერ ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით თანხა, რითაც სახელმწიფოს ზიანი მიადგა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ლევან ბობოხიძე 2006 წლიდან 2012 წლის შემოდგომამდე, ხონის მუნიციპალიტეტის უკლებლივ ყველა თანამშრომლისგან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საწევროს სახით, ყოველთვიურად სახელფასო განაკვეთის 10%-ს კრეფდა, რომელიც თითქოს ხონში მცხოვრებ ამავე პარტიის დაუსაქმებელ აქტივისტებსა და სოციალურად შეჭირვებულ მოსახლეობას უნდა მოხმარებოდა, რეალურად კი თანხას ლევან ბობოხიძე განკარგავდა…

ამ საკითხთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრა" აკაკი ბობოხიძეს დაუკავშირდა:

- ძალიან მაინტერესებს, რა ბრალს წაუყენებენ ჩემს ძმას, მშვიდად და წყნარად დაველოდები მოვლენების განვითარებას. ცხადია, პროკრატურის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ ზეწოლას - თვეების განმავლობაში ერთ კონკრეტულ საქმეზე მოწმეები ხუთ-ხუთჯერ იყვნენ დაბარებული, მათ პირდაპირ სთხოვდნენ, ხელი დაედოთ ლევან ბობოხიძეზე და რაღაც გაურკვევლ ბრალდებებს თხზავდნენ.

პოლიტიკა არის მარათონი, პროცესი 1-2 დღეში არ მთავრდება. მოვა დრო და დღევანდელ ხელისუფლებასაც ვაგებინებთ პასუხს იმ საქციელზე, რასაც დღეს სჩადიან. მე პირადად ვიძლევი პირობას, რომ პასუხს აგებენ ის ადამიანები, ვინც უკანონოდ ასრულებდა ბრძანებებს. დღევანდელ ხელისუფლებას აქცენტი აღებული აქვს მხოლოდ პასუხისმგებელ პირებზე, შემსრულებლები კი (თუ რამე სიბინძურე ხდებოდა ჩვენ დროს, ისინი ასრულებდნენ) დღეს კიდევ უფრო დიდ პატივში ჰყავთ. ამ პატარა ადამიანებს ვპირდები, რომ აუცილებლად აგებენ პასუხს. ცალკე აგებენ პასუხს მაღალი პოლიტიკური რანგის პირებიც, ისევე როგორც, ჩვენ ვაგეთ პასუხი...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა