აჭარაში დღეს 6 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა თურმანიძემ განუცხადა, შტორმის სიმძლავრე ამ დროისთვის 5 ბალამდეა.
მისივე განმარტებით, ზღვის მოქცევის დროს, საღამოს საათებში შტორმის სიმძლავრე 6 ბალამდე გაიზრდება. "ახლა არის სამხრეთ-დასავლეთის ქარი 15 მ/წამში, საღამოს საათებში ველოდებით 6 ბალამდე შტორმს", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.
ამასთან, დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ზღვის ღელვა ძლიერი არ არის.