დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას

დავით უსუფაშვილი - კონსტიტუციაში შესაძლოა ჩაიწეროს, რომ ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე კონსტიტუციაში ოჯახის თემისა და სტატუსის თაობაზე ისაუბრეს. როგორც კომისიის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისიის ერთ-ერთი ჯგუფი კონსტიტუციის მეორე თავზე იმუშავებს, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. მისივე თქმით, კომისიის წევრების მხრიდან ადამიანის უფლებების სფეროში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოსაზრება გამოითქვა.

"ასევე ითქვა, რომ ის მუხლი, რომელშიც განსაზღვრულია ოჯახის თემა და კონსტიტუციური სტატუსი, ის, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა თანასწორობას, რაც დღევანდელ კონსტიტუციაშია მოცემული, ამ თემაზე იყო წინადადება, ვიმუშაოთ იმ მიმართულებით, რომ კონსტიტუციაში ამ ადგილზე შესაძლოა ეწეროს შემდეგნაირი ფორმულა: ქორწინება ემყარება ქალის და მამაკაცის თანასწორუფლებიანობას და ა. შ. სიტყვა მეუღლეთა ნაცვლად ქალის და მამაკაცის ქორწინებასთან მიმართებაში. ეს, ცხადია, არ ეხება ტერმინ ოჯახს, რომელიც სხვა ტერმინია, მაგრამ ქორწინება რა არის, ეს კონსტიტუციაში დღეს განსაზღვრულია. იქ ნათქვამია, რომ ეს არის მეუღლეთა თანასწორუფლებიანობაზე დამყარებული კავშირი. დღეს კომისიის მუშაობისას, ეს საკითხი დაისვა, რომ ხომ არ ჯობია შევიდეს ასეთი ცვლილება. მე პირადად, ამ ცვლილებას მხარს ვუჭერ", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გუშინდელი ინიციატივა იყო კოალიციის პოლიტსაბჭოზე განხილული თემა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პირადად მისთვის და ბევრი მათგანისთვის, ცხადია, კონსტიტუციის ეს ჩანაწერი მეუღლეთა ქორწინების შესახებ არც სხვა დროს ნიშნავდა სხვა რაიმეს. "მაგრამ, ის უსაგნო სპეკულაციები, რომელიც საზოგადოებაში ჩემი აზრით სრულიად შეგნებულად ინერგება, რომ თითქოს რაღაცას აპირებს კოალიცია "ქართული ოცნება"თავისი ნებით, ან რაღაცას გვიპირებს ევროპა ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ამ საკითხებში ერთხელ და სამუდამოდ, შევიტანოთ კონსტიტუციურ დონეზე სიცხადე", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინიციატივით გამოვიდა, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნული ინიციატივით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას გუშინ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა