ამაღამ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ამაღამ საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ამაღამ მთელ საქართველოში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ მთელ საქართველოში ძლიერი ქარი და წვიმა, მთაში და მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.

ამაღამ თბილისში ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 30 მეტრს მიაღწევს, ძლიერი ქარი და თოვლჭყაპი თბილისში ხვალაც შენარჩუნდება. მაღალმთაში კი მოსალოდნელია ქარბუქი.

ხვალ, მთელს საქართველოში დღისით საშუალო ტემპერატურა +1; +6 გრადუსი იქნება. 31 მარტს და 1 აპრილს კი, ღამით ყინვაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში -3;-6 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში -4;-6 გრადუსი იქნება.

სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, ასეთი დაბალი ტემპერატურა საშიშია უკვე ყვავილობაში მყოფი ნაადრევი ჯიშის ხეხილისთვის, რაზეც შესაბამის სამსახურებს ინფორმაცია მიაწოდეს.

ამასთან, წვიმაა მოსალოდნელი 2 აპრილსაც. 3 აპრილიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია