ძლიერმა ქარმა რუსთავში მიშენებული აივანი ჩამოანგრია

ძლიერმა ქარმა რუსთავში მიშენებული აივანი ჩამოანგრია

ძლიერმა ქარმა რუსთავში თბილისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო სახლს სახურავი გადახადა, კონსტიტუციის ქუჩის N19-ე საცხოვრებელ კორპუსში კი მესამე სართულზე მიშენებული აივანი ჩამოანგრია.

ქარის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსში ჩამოინგრა სადარბაზოების შესასვლელები, წაქცეული და დაზიანებულია ავტობუსების გაჩერებებზე განთავსებული ბილბორდები და ლითონის კონსტრუქციები. ჭავჭავაძის ქუჩაზე ქარმა საზაფხულო კაფეს სახურავი ახადა, ვახუშტის ქუჩაზე კი სტომატოლოგიურ კლინიკის სახურავი გადახადა. სტიქიამ სახურავები დააზიანა ბერიტაშვილის, ჯავახიშვილისა და მშენებელთა ქუჩებზე.

რუსთავის მერიის ცხელ ხაზზე სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისგან ამ დრომდე 20-მდე შეტყობინებაა შესული. ქარის შედეგად დაზიანებული კორპუსები და ობიექტები დღეს რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მოინახულა.

"დილიდან დავდივართ და ვამოწმებთ იმ მისამართებს, საიდანაც ცხელ ხაზზე შეტყობინებები შემოვიდა ქარის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ. საკმაოდ მიძიმე მდგომარეობაა ქალაქში. ხვალ დილიდან უკვე სპეციალური კომისია შეისწავლის მდგომარეობას და დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს", - განაცხადა რუსთავის მერმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია