პროსტიტუცია ახალქალაქში: დაკავებულია ქალი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით

პროსტიტუცია ახალქალაქში: დაკავებულია ქალი პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გიულნარა მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიულნარა მ. ახალქალაქში, დროებით მფლობელობაში არსებულ სასტუმრო "არარატში" პროსტიტუციისთვის ოთახებს სისტემატურად აქირავებდა.

სასტუმროში მომუშავე სომხეთის მოქალაქე სამი ქალბატონი მოწმის სახით დაიკითხა.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ