აჭარის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია

აჭარის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია

მაღალმთიანი აჭარის სოფლებში თოვლის საფარმა 50 სანტიმეტრს მიაღწია. როგორც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა , ზემო სოფლებში გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის, ხოლო დაბებიდან ბათუმის მიმართულებით გადაადგილება ნებისმიერ ტრანსპორტს შეუძლია.

"მთელი ღამის განმავლობაში თოვდა. ზემო სოფლებში ნალექი 50 სანტიმეტრს აღწევს, დაბაში კი - 20 სანტიმეტრამდეა. მაღალმთიან სოფლებში გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ორხიდიანი მაღალი გამავლობის მანქანებისთვის. ხულო-ბათუმის ცენტრალურ გზაზე გადაადგილება ნებისმიერი ტრანსპორტისთვის დასაშვებია, ოღონდ ყინვა იყო და სიფრთხილეა საჭირო", - აღნიშნა ბესიკ ბაუჩაძემ.

მისივე განმარტებით, გამგეობაში შუქის პრობლემის შესახებ შეტყობინება არ შესულა და რაიონს ელექტროენერგია მიეწოდება.

ამასთან, როგორც აჭარის საავტომობილო გზების დირექტორმა ზურაბ სიხარულიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, უამინდობამ მეწყერული პროცესების განვითარებას შეუწყო ხელი. მისივე თქმით, ქედის, შუახევის და ხულოს გზებზე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს ატარებენ:

"გადაადგილების მხრივ შეზღუდვა არ არის. ქედას მუნიციპალიტეტში 43-ე და 47-ე კილომეტრებზე მეწყერის გამო გზა ცალმხრივად იყო გახსნილი. შესაბამისი ტექნიკა უკვე მისულია და მეწყრული ნაშალის ლიკვიდაცია ხდება. შუახევის მუნიციპალიტეტში 58-ე კილომეტრზეცაა მეწყერული სიტუაცია, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ხულოში, 90-ე კილომეტრის ზემოთ თოვლის საფარმა მიაღწია 30-50 სანტიმეტრს, ვატარებთ ინტენსიურ გაწმენდითი სამუშაოებს 102-ე კილომეტრამდე, სოფელ დანისპარაულამდე", - აღნიშნა ზურაბ სიხარულიძემ.

მისივე განმარტებით, იმ ადგილებში, სადაც მაღალი ყინვა იყო, ქვიშა-მარილის მოყრის სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, მამუკა თურმანიძის ინფრომაციით, აჭარის სანაპიროებზე ზღვაზე შტორმი არ ფიქსირდება.

ბათუმში მზიანი ამინდია, ხოლო მაღალმთიანეთში ისევ თოვს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია