"ღორის ტილი ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა"

"ღორის ტილი ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა"

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ "კვირის პალიტრას" სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ენაძუნწი და მკაცრი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ესაუბრა. ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა ისიც დასძინა, ყველა კითხვაზე არ გიპასუხებთო. ოქრუაშვილის პასუხები მის ხასიათს ჰგავს, ლაკონიურია და კონკრეტული, თუმცა გვქონდა სხვა კითხვებიც, რომელთაც არ უპასუხა.

- საზოგადოებამ იცოდა, რომ თქვენ გორის მერობისთვის ბრძოლას აპირებდით, თუმცა ბოლო დღეებში საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ გეგმა შეცვალეთ და სხვა პირი იბრძოლებს ამ რაიონში.

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ გეგმა არ შემიცვლია, ვაგრძელებ ბრძოლას და არჩევნებს პირველივე ტურში მოვიგებ. სასურველია, ხელისუფლებამ ღირსეულად გადაჭრას პრობლემა, რომელიც შეიძლება შემექმნას კანონმდებლობის გამო, რომლის მიხედვით, კანდიდატი ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. თუ დროულად არ შეიტანენ ცვლილებას, ამ ბარიერსაც გადავლახავ. არის ამისთვის შავი ხვრელები.

- რატომ არის გორში გამარჯვებისთვის ბრძოლა მესამე ლიგა? არ გიფიქრიათ, რომ თქვენს განცხადებას, რომელიც "იმედის" ეთერში გააკეთეთ, ცუდად გაიგებდა საზოგადოება და განსაკუთრებით კი გორის მოსახლეობა?

- ჩემი ნათქვამის არასწორად ფორმულირება იმ პირების დამსახურებაა, რომელთაც ჩემი ავტორიტეტის შელახვა სურთ. გორელებს არწმუნებენ, თითქოს გორი და მისი მოსახლეობა მესამე ლიგად მიმაჩნია. მე ეს ვთქვი არჩევნებზე, იმ ხალხსა და რესურსებზე, რომლებიც ჩემი კონკურენტები იქნებიან. დიახ, ვთქვი და ახლა შეცვლილი ფორმით გავიმეორებ - გორში არჩევნებში მონაწილეობა ჩემთვის მესამე კი არა, მეხუთე ლიგაა. მეორე მხარეს დგას სრულიად უსახური ხალხი, მათი აზროვნება ჯერაც ვერ გასცდენია თურქულ სერიალებს. ვგულისხმობ მოქმედი და წინა ხელისუფლების კანდიდატებს. პრობლემა ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში ვერ ჩამოყალიბდა ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა რეგიონში, სამწუხაროდ, მედროვეები მიდიან და მოდიან.

- გადაჭარბებით ხომ არ აფასებთ თქვენს ძალას?

- ჩემს კანდიდატურას ხალხს არ შევთავაზებდი, ამ ქალაქის მაჯისცემას რომ არ ვგრძნობდე. ყველაზე მეტი შანსი ჩვენ გვაქვს, მათ ჯერ კანდიდატებიც არ ჰყავთ გამოკვეთილი. მაისის დასაწყისში იმაზე მეტ კონკრეტულ დაპირებაზე ვისაუბრებთ, რაც დღემდე ამომრჩეველს არ მოუსმენია.

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი მთავრობა სამართლებრივად აღარ გდევნით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, არც პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიღების პატივი გერგოთ.

- სურვილიც არ მქონია, რომ იმ სიაში ზოგიერთი პირის გვერდით მეც ვყოფილიყავი. კარგი საქმე გამიკეთეს ამით, რადგან ვიღაცის წყალობაზე არ ვიყავი დამოკიდებული და სასამართლოში მომეცა საშუალება, დამემტკიცებინა ჩემი უდანაშაულობა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა