სინოპტიკოსები ამაღამ 6 გრადუს ყინვას ვარაუდობენ - როგორია ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

სინოპტიკოსები ამაღამ 6 გრადუს ყინვას ვარაუდობენ - როგორია ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი

საქართველოში 7 აპრილამდე არამდგრადი, ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ძლიერი ქარი დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ჩადგება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით - 6 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში კი -11; მაღალმთაში -17 გრადუსი; თბილისში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღეს ღამით ჰაერის ტემპერატურა 0;+5, ზოგან -3 გრადუსი იქნება, მთაში - -10; მაღალმთაში  -16 გრადუსი.

ხვალიდან ყინვები აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება. 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი, რომელიც 3 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებშიც გავრცელდება. 5 აპრილიდან შესაძლოა, დათბეს, თუმცა ცვალებადი ამინდები 7 აპრილამდე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია