რა მიმართეს მამის საფლავიდან ზვიად გამსახურდიას შვილებმა ღარიბაშვილს, მარგველაშვილს და მთავარ პროკურორს

რა მიმართეს მამის საფლავიდან ზვიად გამსახურდიას შვილებმა ღარიბაშვილს, მარგველაშვილს და მთავარ პროკურორს

ზვიად გამსახურდიას შვილები მთავრობას მიმართავენ და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ განცხადება მედიის წინაშე დღეს მთაწმინდაზე, ზვიად გამსახურდიას საფლავთან გააკეთეს.

კონსტანტინე, გიორგი და ცოტნე გამსახურდიებმა ხელი მოაწერეს კომუნიკეს ტექსტს და აღნიშნეს, ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილს, სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილსა და მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, გაგრძელდეს 2004 წელს დაწყებული გამოძიება.

კონსტანტინე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ გამოძიებას რეალურად არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ განუხორციელებია.

ამასთან, როგორც ცოტნე გამსახურდიამ, აღნიშნა, რომ 2011 წელს შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოკლულია.

მისივე თქმით, ამ კომუნიკეს მიღებით ზვიად გამსახურდიას შვილები უბრალოდ მშობლის წინაშე ვალს არ იხდიან, არამედ ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი, ვინაიდან  ამ საქმის გამოუძიებლობა ქვეყნის სირცხვილია. გიორგი გამსახურდიამ კი, თავის მხრივ დასძინა, რომ ამ გამოძიების ჩატარებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ეჭვები და კითხვებს პასუხები გაეცემა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი გამსახურდიას ჟურნალისტებმა კითხვით მიმართეს ექსპერტ ლევან ჩაჩუასთან დაკავშირებით, რომელმაც ზვიად გამსახურდიას ცხედრის ექსპერტიზა ჩაატარა. გიორგი გამსახურდიამ აღნიშნა, რომ მისთვის ძნელია იმის თქმა, რამდენად პროფესიონალი იყო ლევან ჩაჩუა. მისი თქმით, ლევან ჩაჩუას პირადად იცნობს, თუმცა მისი პროფესიონალიზმის შეფასება პროკურატურის გადასაწყვეტია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა