სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

სოფელ ზეღდულეთის მცხოვრებლებსა და პოლიციელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გორის რაიონში, სოფელ ზეღდულეთის ათობით მცხოვრები ადგილობრივი პოლიცის განყოფილების შენობაში შეიჭრა, რასაც, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები პოლიცისგან 27 თებერვალს გარდაცვლილი თინათინ ჭკადუას საქმეზე გამოძიების ობიექტურად ჩატარებას ითხოვენ.

ოჯახის წევრების განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. თუმცა ოჯახის წევრები და თანასოფლელები გამოძიების ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ 55 წლის ქალბატონს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. მათი ინფორმაციით, თინათინ ჭკადუა სოფელ ზეღდულეთში საკუთარ საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა, ჯერ აწამეს და შემდგომ თვითმკვლელობის იმიტაცია დადგეს. საცხოვრებელი სახლის ოთახში, სადაც ეს შემთხვევა მოხდა, ამ დრომდე რჩება სისხლის კვალი.

სოფელში არსებობს ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ შუახნის ქალბატონზე ჯერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, შემდგომ მკვლელობას. სწორედ გამოძიების ობიექტურად ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბნენ დღეს სოფლის ცენტრში, შემდგომ კი პოლიციის შენობის მიმართულებით გაემართნენ.

ადგილზე მივიდა გორის პოლიციის უფროსი დავით ბუხრაძე, თუმცა თანასოფლელებმა მისი მოსმენა არ ისურვეს და გადაწყვიტეს თბილისი-სენაკის მაგისტრალიც გადაკეტონ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ