ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულდა - ადვოკატის პირველი კომენტარი

ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულდა - ადვოკატის პირველი კომენტარი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნუგზარ წიკლაურის დაკითხვა დასრულდა. წიკლაური პროკურატურის წარმომადგენლებმა საკუთარ სახლში დაკითხეს.

როგორც დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს წიკლაურის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განუცხადა, საქმე აღძრულია 120-ე მუხლით. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მომავალში ეს კვალიფიკაცია შეიცვლება, რადგან ადგილი ჰქონდა წიკლაურის გატაცების მცდელობას, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია.

"მას თავს დაესხა რამდენიმე პიროვნება, სასტიკად სცემეს და ცდილობდნენ მის გატაცებას. აქედან გამომდინარე დანაშაული არის გაცილებით მძიმე და ვიმედოვნებთ, რომ ეს კვალიფიკაცია შეიცვლება. ასევე არის არაერთი თვითმხილველი, ფაქტი, დაფიქსირებულია ერთ-ერთი ავტომობილის სანომრე ნიშანი, რომლითაც თავს დაესხნენ და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ძალიან ბევრია, ვიმედოვნებთ, საქმეს პროკურატურა მალე გახნის", - აღნიშნა გიორგი კონდახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ