ჯაბა კანკავას მიერ მეტოქე გუნდის კაპიტნის გადარჩენას უცხოური მედიაც ეხმაურება

ჯაბა კანკავას მიერ მეტოქე გუნდის კაპიტნის გადარჩენას უცხოური მედიაც ეხმაურება

დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ქართველი ფეხბურთელის, ჯაბა კანკავას მიერ მეტოქე გუნდის - კიევის "დინამოს" კაპიტნის, ოლეგ გუსევის გადარჩენას უცხოური მედიაც ეხმაურება.

"უკრაინის ჩემპიონატში, "დნიპროსა" და კიევის "დინამოს" მატჩის გულშემატკივრები შოკირებულები დარჩნენ, როდესაც "დინამოს" კაპიტნის, ოლეგ გუსევის სიცოცხლე სასწორზე იდო მეკარესთან შეჯახების შედეგად. მაგრამ "დნიპროს" ნახევარმცველის, ჯაბა კანკავას გმირულმა და სწრაფმა რეაქციამ უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის სიცოცხლე იხსნა", - ნათქვამია ბრიტანული Independent-ის სტატიაში.

კიდევ ერთი ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" კი აღნიშნავს, რომ კიევის "დინამოს" კაპიტანმა დენის ბოიკოსთან შეჯახების შედეგად ენა გადაყლაპა და უგონოდ დაეცა მინდორზე, მისი სიცოცხლე კი "დნიპროს" ნახევარმცველმა ჯაბა კანკავამ იხსნა.

"ჯაბა კანკავას მყისიერი რეაქცია ჰქონდა და გუსევს ენის გადაყლაპვის საშუალება არ მისცა. რამდენიმე წუთში გუსევი წამოდგა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი მსხვერპლი მომხდარში კანკავა იყო, რომელსაც ინციდენტის დროს ხელზე უკბინეს", - წერს "გარდიანი".

ინციდენტი გუშინ, "დნიპრო" - "დინამოს" მატჩის დროს მოხდა. "დინამოელთა" კაპიტანი ოლეგ გუსევი "დნიპროელთა" მეკარე ოლეგ ბოიკოსთან შეჯახების შედეგად დაშავდა. აღნიშნული შეხვედრა "დნიპროს" 2:0 გამარჯვებით დასრულდა.

იხილეთ სტატია: ეს გმირობაა - ჯაბა კანკავამ კიევის "დინამოს" კაპიტანი სიკვდილისგან იხსნა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია