მოძალადე მამები და ბაბუები საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების გაუპატიურებისთვის გაასამართლეს

მოძალადე მამები და ბაბუები საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების გაუპატიურებისთვის გაასამართლეს

სექსუალური ძალადობა ოჯახში და საუბედუროდ, ამ სახის დანაშაული ჩვენი ქვეყნის სასამართლო პრაქტიკისთვის უცხო არ გახლავთ. უფრო მეტიც, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სისხლის სამართლის საქმეთა საარქივო ტომებში მსგავსი ფაქტი მრავლად მოიძებნება, ეს შემზარავი დანაშაული არც ამჟამად მიმდინარე სასამართლო პროცესებზე გვხვდება იშვიათად.

მსგავსი სექსუალური ურთიერთობებისგან მკვეთრადაა გამიჯნული ინცესტი - სქესობრივი კავშირი ოჯახის წევრებს ანუ სისხლით ნათესავებს შორის, რომელიც კანონმდებლობით დასჯად ქმედებად არ ითვლება, რადგან ის ნებაყოფლობითია და ორივე მხარის თანხმობით ხდება ხოლმე. თუმცა ასეთი ქმედება საზოგადოებაში, მის ჩამდენ პირთა მიმართ საშინელ აგრესიასა და ზიზღს იწვევს. ხოლო მაშინ, როცა სექსუალური კავშირი სისხლით ნათესავებს შორის, ძალადობის გზით ხორციელდება, მაშინ აღნიშნულ ემოციებს საყოველთაო აღშფოთება და შურისძიების დაუოკებელი სურვილიც ერთვის თან. ხალხი ასეთი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს სასჯელის უმაღლესი ზომის შეფარდებით. არც მოსამართლეები იკავებენ თავს, ზოგჯერ კი დანაშაული იმდენად მძიმე და შემზარავია, რომ ამ მუხლით განსაზღვრული მაქსიმალური სასჯელი - 15 წლით (ამ დანაშაულისთვის მაქსიმალურ სასჯელად 15 წლამდე, მოზარდის გაუპატიურებისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული) თავისუფლების აღკვეთა - მათაც ნაკლებად მკაცრად მიაჩნიათ. სწორედ ამ უკმარისობის გრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი პროცესის მონაწილენი 2 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმის განხილვისას. ორივე შემთხვევაში განსასჯელი, ხანდაზმული მამაკაცი გახლდათ და ორივე საკუთარ შვილებსა და შვილიშვილებს მოევლინენ მოძალადეებად.

პირველი შემთხვევა, რომელიც იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 2000 წლის ზამთარში მოხდა და არა მარტო ოჯახის ახლობლები, არამედ სამართალდამცავებიც კი შეძრა, ზედიზედ სამმა სასამართლომ განიხილა. დამნაშავე - 60 წელს გადაცილებული ნოდარ უსუფაშვილი (აქაც და შემდგომშიც, ყველა გვარ-სახელი შეცვლილია) სამივე ინსტანციის მოსამართლეს იმას უმტკიცებდა, რომ უდანაშაულო იყო. თუმცა, დაზარალებულის ჩვენებები და გამოძიებით დადგენილი ფაქტები საწინააღმდეგოს მოწმობს და მის მიერ ჩადენილ ამაზრზენ დანაშაულზე მიუთითებს.

ოფიციალური ცნობებით, ნოდარ უსუფაშვილი წარსულში ნასამართლევი არ გახლდათ. მაგრამ ეს მხოლოდ იმის წყალობით ხდებოდა, რომ კანონდარღვევას ის საკუთარ ოჯახში სჩადიოდა - ძალადობის მსხვერპლად საკუთარი ქალიშვილი ჰყავდა ქცეული, თანაც - მკაცრად აფრთხილებდა შვილს, ეს ამბავი არავისთვის გაემხილა, წინაღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა...

საქმის მასალების მიხედვით, ნოდარ უსუფაშვილს საკუთარი ქალიშვილისთვის ჯერ კიდევ მაშინ დაუდგამს თვალი, როცა გოგონა 12 წლის იყო. ოჯახში ცოლ-ქმარი და მათი ერთადერთი ქალიშვილი ცხოვრობდნენ. შვილს დაიმარტოხელებდა თუ არა, ნოდარი აიძულებდა, ტანსაცმელი გაეხადა, მის წინაშე შიშველი დამდგარიყო და მოფერების საშუალება მიეცა მისთვის. თავდაპირველად, მამის ამ მოთხოვნითა და საქციელით გაოგნებული გოგონა პროტესტს გამოხატავდა, წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა, მაგრამ მოძალადე მის დამორჩილებას ადვილად ახერხებდა. საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ ნოდარ უსუფაშვილმა ქალიშვილი შეაშინა - თუ ხმას ამოიღებ და ისე არ მოიქცევი, როგორც მე გეუბნები, შენცა და დედაშენსაც მოგკლავთო. ამას ისეთი ტონით ეუბნებოდა, რომ საცოდავ ბავშვს მუქარის რეალობაში ეჭვიც არ ეპარებოდა: "თვალები უელავდა და სიბრაზისგან მთელი სხეული უცახცახებდა, როცა ამას ამბობდა. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ამ სიტყვებს მართლაც შეასრულებდა", - წერს ჩვენებაში დაზარალებული - ნატო უსუფაშვილი.

შეშინებული ბავშვი მამის მიერ ჩადენილ გარყვნილ ქმედებებს ვერავის უმხელდა. მოძალადეც სარგებლობდა შვილის დუმილით და მასთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ყოველივე ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა.

17 წლის ასაკში, ნატო გათხოვდა. გათხოვების შემდეგ, მაქსიმალურად არიდებდა მამასთან შეხვედრასა და ურთიერთობას თავს. ერთ დღესაც, ყველაფრის გამოაშკარავება გადაწყვიტა. იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც წლების მანძილზე უფრთხოდა, საშინელმა სურათმა აიძულა, რომლის მომსწრეც შემთხვევით გახდა...

მშობლების ოჯახში თავის 4 წლის გოგონასთან – სალომესთან ერთად მისული ნატო რამდენიმე წუთით სახლიდან მეზობელთან საუბრისას შეყოვნდა გარეთ. ამ დროს, შინ არც დედამისი იყო და ბავშვი ბაბუასთან მარტო იმყოფებოდა. გამოძიების მასალების მიხედვით, შვილიშვილთან მარტოდარჩენილ უსუფაშვილს, მისთვის ჩვეული მანიაკური ჟინი მოეძალა და ოთახის კუთხეში მოთამაშე პატარა სალომეს მიუახლოვდა. ნატო ოთახში სწორედ იმ მომენტში შევიდა, როცა წელს ქვემოთ გაშიშვლებული, ატირებული ბავშვი, შარვალჩახდილ ბაბუას კალთაში ჰყავდა ჩასმული... თავზარდაცემული დედა შვილს მივარდა და მაშინვე გააშორა იქაურობას. სალომე ეზოში დატოვა, თავად კი, გაბრაზებული და გამწარებული, შინ შებრუნდა, რომ ბოლოს და ბოლოს, პასუხი მოეთხოვა მამისთვის. მაგრამ პანიკაში ჩავარდნილმა ქალმა ეს ვერ მოახერხა. გამხეცებული ნოდარ უსუფაშვილი ახლა შვილს მივარდა, ხელები გადაუგრიხა, საწოლამდე მიათრია და ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

მეორე დილით, ნატო უსუფაშვილმა მამას პოლიციაში უჩივლა. "მივხვდი, რომ მას თავს ვერასდროს დავაღწევდი. ან უნდა მომეკლა როგორმე და სატანჯველისთვის ბოლო ამ გზით მომეღო, ან არა და, პოლიციისთვის მიმემართა. მის მოკვლას ვერ ვახერხებდი, ამის ძალა არ მქონდა. ამიტომაც, იძულებული გავხდი, მეჩივლა", - განაცხადა პროცესზე დაზარალებულმა.

პოლიციაში შეტანილი განცხადების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ნოდარ უსუფაშვილი დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო და ადვოკატიც დაიქირავა. ადვოკატმა თავისი კლიენტის დასაცავად, ასეთი არგუმენტიც მოიყვანა: დაზარალებულ ნატო უსუფაშვილს, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სხეულზე ძალადობისთვის დამახასიათებელი რაიმე დაზიანება არ აღენიშნებაო. სასამართლომ ადვოკატის ეს არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან მოსამართლეების განმარტებით, ის, რომ დაზარალებულს დაზიანებები არ აღმოაჩნდა, ნოდარ უსუფაშვილის უდანაშაულობას სულაც არ ნიშნავს.

ჩატარდა ბრალდებულის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტების თქმით, ნოდარ უსუფაშვილს რაიმე ფსიქიკური გადახრა არ აღენიშნებოდა. ყოველივე ამის საფუძველზე, სასამართლომ განსასჯელის ჩვენება – თითქოს ის უდანაშაულო იყო და შვილი ცილს სწამებდა, - არ გაიზიარა. განაჩენში აღნიშნულია, რომ განსასჯელმა ვერაფრით ახსნა, თუ რის გამო შეიძლებოდა, შვილს ასე გაეწირა და თავისი და ოჯახის რეპუტაციაც შეელახა. უსუფაშვილის ჩვენება ულოგიკოდ და არადამაჯერებლად მიიჩნიეს და ის დამნაშავედ ცნეს. მას ჩადენილი დანაშაულისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

რაც შეეხება მეორე პატიმარს – თბილისელ ავთანდილ ბაქრაძეს, პროკურატურამ მას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქალიშვილის არაერთგზის გაუპატიურებასა და არასრულწლოვანთან გაუკუღმართებული სექსუალური კონტაქტის დამყარებაში დასდო ბრალი. ბაქრაძის ძალადობის მსხვერპლი, როგორც გაირკვა, მისი ქალიშვილი და არასრულწლოვანი შვილიშვილი გახდნენ.

საქმის მასალების მიხედვით, ყველაფერი 2000 წლის დეკემბრის ერთ საღამოს, დაახლოებით 6 საათზე დაიწყო. ავთანდილ ბაქრაძე ქალიშვილის - ლალი ბაქრაძის საძინებელ ოთახში შევიდა, საწოლზე მწოლიარე შვილს მოულოდნელად, შარვალჩახდილი წამოადგა თავზე. თმაში ჩაავლო ხელი და მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას შეეცადა. ლალი ბაქრაძე, რაც ძალა და ღონე ჰქონდა, წინააღმდეგობას უწევდა გამხეცებულ მამას. ყვიროდა, მაგრამ ავთანდილ ბაქრაძე შვილს ყვირილის საშუალებასაც არ აძლევდა – პირზე ხელს აფარებდა. შემდეგ, გააფთრებულმა, ჟინის დაკმაყოფილება რომ გაეადვილებინა, ქალიშვილს მაგრად ჩაარტყა თავში მუშტი და ამგვარად, წინააღმდეგობის გაწევის უნარი სრულიად წაართვა. ისედაც ღონემიხდილმა ლალი ბაქრაძემ გონება დაკარგა. კაცმა ამით ისარგებლა, ტანსაცმელი გახადა და გონწასულ შვილთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. აქტის დასრულების შემდეგ გონს მოსულ შვილს დაემუქრა - არავის უთხრა მომხდარის შესახებ, თორემ, შვილს მოგიკლავო. ავთანდილ ბაქრაძე თავის არასრულწლოვან შვილიშვილ - ანას გულისხმობდა. ამ ფაქტიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მან გოგონა მართლაც, დაიმარტოხელა, მაგრამ არა შვილთან განთქმული მუქარის – მისი მოკვლის, არამედ შვილიშვილის გაუპატიურების მიზნით. იმ მომენტში, ავთანდილ ბაქრაძე ნასვამი გახლდათ.

"მომთხოვა, მისთვის ტანსაცმელი, ასევე ქვედა საცვალი გამეხადა, თან მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და ჩემი მოფერება სურდა. ამის შემდგე, ყვირილი დამიწყო, მოკვლით დამემუქრა და მიბრძანა, მასთან ლოგინზე ჩამოვმჯდარიყავი. მითხრა – შენც გაიხადე შარვალი და გვერდით მომიწექიო. მე ძალიან შემეშინდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ არ დავემორჩილებოდი, სასტიკად მცემდა და მომკლავდა კიდეც. შარვლის გახდა დავიწყე, მაგრამ ამის სწრაფად გაკეთება ვერ შევძელი, რადგან შარვლის "ზმეიკა" "კოლგოტკაში" გამეჭედა", - წერს ჩვენებაში დაზარალებული.

ლოგინში ჩაწოლა რომ დააყოვნა, ბაბუა უფრო გაღიზიანდა და კვლავ დაემუქრა შვილიშვილს. გოგონა იძულებული გახდა, მაკრატლით გაეჭრა შარვლის შესაკრავი და ამის შემდეგ, ლოგინში ჩასწოლოდა მოძალადე ბაბუას.

დაზარალებულის ჩვენებიდან:

"მომეხვია და სურვილი ისე დაიკმაყოფილა, რომ ჩემთან სქესობრივი კავშირი არ დაუმყარებია. ამის შემდეგ დაიძინა. როცა გაიღვიძა, მაიძულა, დასვრილი "კოლგოტკა" გამერეცხა და წყალში ჩამალბობინა იგი... რამდენიმე დღის შემდეგ, როცა კვლავ მარტონი აღმოვჩნდით ბინაში, შემოვიდა ჩემს საძინებელში და იგივე გაიმეორა. გამუდმებით მემუქრებოდა და როცა საშუალება მიეცემოდა, სულ მაფრთხილებდა, არსად არაფერი მეთქვა ამ ურთიერთობის შესახებ... ერთხელ, შუადღისას, რომ არ ვემორჩილებოდი, ხელიც გამარტყა, მერე დანა აიღო და სიკვდილის მუქარით, მაიძულა, ლოგინში ჩავწოლოდი... როცა ყველაფერს მორჩა, მუქარით, დასვრილი ტანსაცმელი გამარეცხვინა... იმ პერიოდში საქმრო მყავდა და მალე მას ცოლადაც გავყევი. ერთ საღამოს მოხდა ისე, რომ საძინებელში მარტო დავრჩი. დაახლოებით 8 საათი იქნებოდა, მოულოდნელად ოთახში ბაბუაჩემი მოვიდა, თმაში ჩამავლო ხელი და თავთან მიმიზიდა, შემდეგ იატაკზე დამაგდო და ჩემს გაუპატიურებას შეეცადა. თან მეუბნებოდა, - ახლა, როცა გათხოვდი, ხომ აღარ ხარ ქალწულიო!... მთხოვდა მასთან სქესობრივი კავშირი დამემყარებინა, უნდოდა უსიტყვოდ, წინააღმდეგობის გარეშე დავნებებოდი, ვტიროდი და ვეხვეწებოდი შეეწყვიტა ასეთი საქციელი, მაგრამ თავს არ მანებებდა..."

იმ საღამოს, ავთანდილ ბაქრაძემ ჩანაფიქრის განხორციელება ბოლომდე ვერ შეძლო, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო - ოთახში მოულოდნელად დედა შემოვიდა, საშინელი სურათის დანახვისას, მან ყვირილი მორთო და მოუწოდა მამას, თავი დაენებებინა მისი შვილისთვის. ამ მომენტით ისარგებლა ანამ და ხელიდან დაუსხლტა ბაბუას. ეს უკანასკნელი გაქცეულ შვილიშვილს დაედევნა, სამზარეულოში დაეწია მას და ხელებით და ფეხებით უმოწყალოდ ცემა დაუწყო. ავთანდილ ბაქრაძემ მასა და შვილიშვილს შორის ჩამდგარი თავისი ქალიშვილი სცემა. დედა-შვილს მოკვლით ემუქრებოდა, თუკი გაბედავდნენ, მომხდარის შესახებ ანას ქმრისთვის რაიმის თქმას.

მიუხედავად მუქარისა, დედა-შვილმა გადაწყვიტა, ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღო ოჯახის წევრის ძალმომრეობისთვის და პოლიციას მიმართა.

დაკავებულმა ავთანდილ ბაქრაძემ დანაშაულოი უარყო. მისი თქმით, ქალიშვილმა და შვილიშვილმა ყველაფერი მოითათბირეს, რათა ის თავიდან მოეშორებინათ. "მიზეზი ის გახლავთ, რომ მე შვილიშვილის და მისი ამჟამინდელი ქმრის ქორწინების კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი. არ მინდოდა ცოლად მას გაჰყოლოდა და ყველანაირად ვცდილობდი, მათი კავშირისთვის ხელი შემეშალა", - აღნიშნა ავთანდილ ბაქრაძემ.

განსასჯელის ადვოკატმა ბაქრაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მოითხოვა, იმ მოტივით, რომ არც ერთი ბრალდება მტკიცებულებით გამყარებული არ გახლდათ. მაგრამ ეს პოზიცია არ გაიზიარა სასამართლომ, რომელმაც ბაქრაძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან 5 წელი მსჯავრდებულმა საპყრობილეში უნდა მოიხადოს.

მეგი ცანავა

ჟურნალი "გზა"

#4 27.01.2005

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია