IRI - გამოკითხულთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერი თბილისელი იყოს

IRI - გამოკითხულთა უმეტესობისთვის მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერი თბილისელი იყოს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოკითხულთა უმეტესობისთვის  მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქის მერი თბილისელი იყოს. კითხვაზე - რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის თბილისის მერი იყოს თბილისელი, გამოკითხულთა უმრავლესობა - 35% ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია;  ამას არ აქვს მნიშვნელობა 24%-ისთვის, ნაწილობრივად მნიშვნელოვანია გამოკითხულთა 22%-სთვის და ძალიან მნიშვნელოვანი არ არის რესპონდენტთა 18%-სთვის.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოკითხვა 2014 წლის 19 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში 18 წელს გადაცილებულმა 3992 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. ცდომილება 1,5%-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა