გიორგი ვაშაძე - IRI-ს კვლევებში დავით ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს და 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

გიორგი ვაშაძე - IRI-ს კვლევებში დავით ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს და 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, IRI-ს კვლევებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, დავით ნარმანიას დაბალი რეიტინგი აქვს და 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, სწორედ ამიტომ არის ხელისუფლება აგონიაში და სწორედ ამიტომ არის ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად აგონიური მოქმედებები.

"დავით ნარმანიას აქვს დაბალი რეიტინგი. პირდაპირ ვთქვათ, ის 50%-იან ბარიერს ვერ გადალახავს ამ არჩევნებში და ამას ადასტურებს IRI-ს კვლევა", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებას დღევანდელი მოქმედებები სჭირდება სწორედ იმისთვის, რომ შექმნას ემოციური ფონი და ისევ ემოციურ ფონზე მიიღოს გადაწყვეტილება ამომრჩეველმა, თუმცა როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, ეს უკვე კარგად ნაცადი ხერხია მოსახლეობისთვის.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა