საქართველოს პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საპირველაპრილო გამოფენა მოაწყვეს. გამოფენა იმ ეკონომიკურ პროექტებს შეეხებოდა , რაზეც "ქართული ოცნების" წევრები არჩევნების წინ საუბრობდნენ და რომელიც არ შესრულებულა.
საპირველაპრილო გამოფენაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ორი ქათამი მიიტანეს: ერთი ცალი ბარკლით და მეორე - ორივე ბარკლით.
დეპუტატ გია თევდორაძის განმარტებით, "თუ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, თითო დაკლული ქათმიდან თითო ბარკალი მასთან მიდოდა, ამჯერად სააკაშვილი პრეზიდენტი არ არის და ბარკალიც ხელუხლებელია".