ჩხუბი პარლამენტში და გარჩევები დარბაზის გარეთ

ჩხუბი პარლამენტში და გარჩევები დარბაზის გარეთ

პარლამენტის სხდომათა დარბაზის წინ, უმცირესობისა და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. აკაკი ბობოხიძემ, ომარ ნიშნიანიძემ და გია გაჩეჩილაძემ სხდომათა დარბაზში დაწყებული კამათი დარბაზის გარეთ გააგრძელეს.

პარლამენტში ხმაური დეპუტატ გია გაჩეჩილაძის განცხადებას მოჰყვა.

დეპუტატმა პრეტენზიები სხდომის დროს მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ გამოთქვა, რასაც უმცირესობის მხრიდან რეპლიკები მოჰყვა.

გია გაჩეჩილაძის განცხადებით, დეპუტატ ნუგზრ წიკლაურზე განხორციელებული თავდასმით უმცირესობის წარმომადგენლები აპელირებენ. "გასულ წლებში ჩემს ოჯახზეც ხორციელდებოდა ზეწოლა, ეს ყველაფერი მაშინ არავის გახსნენებია", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

პარლამენტის სხდომაზე დაწყებული კამათი სხდომის დარბაზთან გაგრძელდა. დეპუტატმა ომარ ნიშნიანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა