"ლეიბორისტების" მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე იქნება

"ლეიბორისტების" მერობის კანდიდატი ასმათ ტყაბლაძე იქნება

"ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატი მსახიობი ასმათ ტყაბლაძე იქნება. მისი კანდიდატურა საზოგადოებას დღეს პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა წარუდგინა.

"ქალბატონი ასმათ ტყაბლაძის მერობისას თბილისი იქნება არა სამთავრობო საჯარითო ზონა, არამედ გადაიქცევა ჭეშმარიტ სახალხო დედაქალაქად, სადაც თითოეული თბილისელი თავის დიასახლისთან მივა ყოველგვარი საშვის გარეშე", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

რაც შეეხება თავად "ლეიბორისტული პარტიის" თბილისის მერობის კანდიდატს, მისი პრიორიტი სოციალური თემა იქნება.

"მე მიყვარს ადამიანები, რომლებსაც არ ეშლებათ. მე არ მეშლება და ამიტომაც ვარ ბატონი შალვას გვერდით. მანაც ალბათ მხოლოდ იმიტომ დამასახელა, რომ მაქვს უღალატობის და პატივისცემის გრძნობა", - აღნიშნა ასმათ ტყაბლაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა