დღეს, 3 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ უბნების ჩამონათვალი

დღეს, 3 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ უბნების ჩამონათვალი

სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს თბილისის ათი რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა საბურთალოს, ჩუღურეთის, სამგორის, კრწანისის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, დიდუბის, ვაკისა და დიდგორის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე გავრცელდება.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მცხოვრებლებს, ხოლო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის, შავგულიძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება უზნაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება პურის მოედნის, ბეთლემის, გომის, თუმანიანის, ასკანის, აბო თბილელის, საიათნოვას, აბოვიანის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევი რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ქვიშხეთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმის, დოლაბაურის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება თამარ მეფის და წერეთლის გამზირების (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, ცაბაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება დაბა ოქროყანის მცხოვრებლებს.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია