ფოტოფაქტი: "ეს საგზაო ნიშანი გასაშრობად კი არ დაგვიკიდია"

ფოტოფაქტი: "ეს საგზაო ნიშანი გასაშრობად კი არ დაგვიკიდია"

ჩვენს ქალაქში რომ საშინელი მოძრაობაა, არაერთხელ თქმულა და დაწერილა. აქ მძღოლები საგზაო ნიშნებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავთ არასწორად პარკირებულ ავტომობილებს, ქვეითებს, რომლებიც მანქანის სავალ ნაწილზე ქაოსურად მოძაობენ. გამაღიზიანებელ სიგნალებზე აღარაფერს ვიტყვი, რომელმაც შესაძლოა, ნევროზი დაგმართოს ადამიანს.

ექსპერტების მოსაზრებას მოვიშველიებ და გეტყვით, რომ საავტომობილო ქაოსი მეტწილად გაუნათლებელი მძღოლების დამსახურებაა, რომლებსაც მოძრაობის კულტურა არ აქვთ.

მელიქიშვილის ქუჩაზე მივდიოდი და ნიკოლაძის ქუჩის კუთხესთან გავჩერდი. აქ დამონტაჟებული საგზაო ნიშანი მარცხნივ ჩახვევას კრძალავს. თუმცა დაახლოებით ნახევარსაათიანი დაკვირვების შემდეგ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საგზაო ნიშანს მძღოლები უბრალოდ ვერ (არ) ამჩნევენ. მელიქიშვილის ქუჩიდან მანქანების ნაკადი მასიურად უხვევს მარცხნივ.

იქვე მდგომ "სტაიანშიკს" გამოველაპარაკე და საგზაო ნიშნის მნიშვნელობა გადავამოწმე.

"ეს ნიშანი კრძალავს მარცხნივ ჩახვევას, მაგრამ ვინ უყურებს ამ ნიშანს?! თუ პატრული დაინახეს, თავს იკავებენ. ერთხელ პატრულის ერთ-ერთი თანამშრომელი გაბრაზდა და თქვა - ეს საგზაო ნიშანი გასაშრობად კი არ გვაქვს დაკიდებულიო."

ურჩ მძღოლებს გზებზე დამოტაჟებული ვიდეო კამერები და არც თუ ისე მცირე ჯარიმები "ებრძვის." თუმცა თუ სადმე დაიგულეს ისეთი ადგილი, სადაც კამერა არ არის დამონტაჟებული, მოძრაობის წესის დარღვევა მათთვის პრობლემა არ არის.

სამწუხაროდ, ასეთი სიურჩე ხშირად ხდება მძიმე ავტოკატასტროფების მიზეზი.

იხილეთ ვიდეო

მაკა ქობალია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია