შმაგი მიქელაძე - თავსაც დავიწვავთ, მანქანებსაც დავწვავთ

 შმაგი მიქელაძე - თავსაც დავიწვავთ, მანქანებსაც დავწვავთ

თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, თავსაც დავიწვავთ, მანქანებსაც დავწვავთ და უარესსაც გავაკეთებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზის მძღოლმა შმაგი მიქელაძემ განუცხადა, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან თავის დაწვა სცადა.

მისი თქმით, მძღოლების მოთხოვნაა, ტენდერი მინიმუმ ორი წლით გადაიდოს. "გვართმევენ ქონებას, გვტოვებენ ლუკმა-პურის გარეშე. თუ ეს ტენდერი მაინც არ გადაიდება და ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, თავსაც დავიწვავთ, "მარშუტკებსაც" დავწვავთ, რომელსაც შემოიყვანენ და უარესსაც გავაკეთებთ", - აღნიშნა შმაგი მიქელაძემ.

მისივე თქმით, ის პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი, სადაც დაუსვეს კითხვები, თუ რა მიზეზით სცადა მან თავის დაწვა. მძღოლის თქმით, პოლიციას ასევე აინტერესებდა, მისი ეს მცდელობა ვინმეს მიერ ხომ არ იყო წაქეზებული. მიქელაძის განცხადებით, სამართლადამცველების მხრიდან მასზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.

მისი განმარტებით, თავის დაწვის მცდელობის მიუხედავად მას არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მიქელაძის ინფორმაციით, პოლიციამ საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზა, თუმცა მან უარი განაცხადა.

შმაგი მიქელაძე ამჟამად "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია