მძღოლი, რომელიც კალაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს, სააკაშვილთან ერთად პოზირებს (+ ფოტო)

მძღოლი, რომელიც კალაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამს, სააკაშვილთან ერთად პოზირებს (+ ფოტო)

3 აპრილს "ქართული ოცნების" ოფისთან რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლების აქცია გაიმართა. ისინი პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ალექსანდრე მიქელაძემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა პოლიციელების ჩარევის შემდეგ, ამის გაკეთება ვერ შეძლო.

სოციალურ ქსელებში ქვეყნდება ფოტოები, რომლიდანაც ირკვევა, რომ აქციაზე მყოფი პირები, რომლებიც კალაძის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდნენ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერები არიან.  მათთან განსაკუთრებულად დაახლოებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც ხშირად ჩანს "ნაციონალების" სხვადასხვა პარტიულ შეხვედრებზე. ამასთან, მას არაერთი ფოტო აქვს გადაღებული "ნაცმოძრაობის" ლიდერებთან, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და პარტიის ლიდერებთან, გიორგი ბარამიძესა და ხათუნა ოჩიაურთან.

სოციალურ ქსელ Facebook-ზე სპეციალური გვერდიც შეიქმნა სახელწოდებით "ნაცების მძღოლები".

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა