გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

გიგა ბოკერია არ გამორიცხავს, რომ დააკავონ

"ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის" საერთაშორისო მდივანი და საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება.

როგორც პროკურატურაში შესვლამდე გიგა ბოკერიამ განაცხადა, მისთვის პროკურატურაში დაბარება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ეს თემა წელიწადნახევრის წინ ბიძინა ივანიშვილმა დაანონსა.

ამასთან, გიგა ბოკერია არ გამორციხავს, რომ შესაძლოა,  ამ დაანონსებიდან გამომდინარე დააკავონ კიდეც.

გიგა ბოკერიას მხარდასაჭერად პროკურატურასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები", მისი მხარდამჭერები და ოჯახის წევრები იმყოფებიან.

ბოკერია დაკითხვაზე ადვოკატ ოთო კახიძესთან ერთად შევიდა. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიგა ბოკერია დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის საქმეზე მოწმედ იკითხება.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ