ადვოკატი - დასკვნის მიხედვით, თათუხაშვილის გვამზე დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული

ადვოკატი - დასკვნის მიხედვით, თათუხაშვილის გვამზე დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული

გარდაცვლილი შალვა თათუხაშვილის ოჯახის ადვოკატის, ირაკლი ზაქარეიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები მკვრივი და ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებითაა გამოწვეული.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო.

"დასკვნაში ნათქვამია, რომ შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებები, ნაჭდებისა და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბრაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით. მკვრივ, ბლაგვ საგანს წარმოადგენს მკვრივი კონსისტენციის და ბლაგვი ზედაპირის ნებისმიერი საგანი, როგორიც შესაძლებელია იყოს ადამიანის მუშტი, ხელკეტი და სხვა. თუ რითაა აღნიშნული დაზიანებები მიყენებული, დასადგენია გამოძიების მიერ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, დასკვნაში ისიც მითითებულია, რომ "გვამის დათვალიერების ოქმში, რომელიც გამომძიებლის მიერაა შედგენილი, არასრულყოფილადაა აღწერილი ის დაზიანებები, რომელიც გვამს აღენიშნება".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ