გიგა ბოკერია - უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება

გიგა ბოკერია - უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაკითხვაზე დაბარება

საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია პროკურატურაში დაბარებას ბიძინა ივანიშვილის დაკვეთად აფასებს.

როგორც ბოკერიამ პროკურატურაში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, ამასთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერს "პოლიტიკური დაკვეთა" მკაფიოდ აქვს გამოთქმული.

"მოულოდნელი არ ყოფილა პროკურატურაში დაბარება, ივანიშვილს პრემიერობის დროს ეს არა ერთხელ აქვს ნათქვამი და დაფიქსირებული. ასეც რომ არ იყოს, ყველასთვის აშკარაა, რომ პროკურატურა პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება. სიმართლე გითხრათ, იმ ფონზე, როცა ჩემი თანაგუნდელების მეგობრების ძალიან დიდი ნაწილი ციხეშია ან ბრალი აქვს წაყენებული, ან დღე და ღამე დაკითხვაზე დაატარებენ, უხერხულიც კი იყო, რომ ასე დაგვიანდა ჩემი დაბარება", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ის დაკითხვაზე დაბარებას უკავშირებს იმ ღრმა კრიზისს, რომელშიც ხელისუფლება და "მისი დაკვეთით მოქმედი პროკურატურა" იმყოფება.

"ეს ასევე დაკავშირებულია თათუხაშვილის სიკვდილთან, ნუგზარ წიკლაურის ცემასთან და, როგორც ჩანს, ეს დღე ხელისუფლებამ მისთვის სასურველ მომენტად მიიჩნია", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა.

ამასთან, გიგა ბოკერიას განმარტებით, ხარჯები, რომელზეც ედავებიან, განკუთვნილი იყო "უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო ასპარეზისთვის".

"მე, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანი ვფიქრობდი, რომ იმ მიმართულებებისთვის, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, არაღიარების პოლიტიკა, რუსეთთან მიმართებით არსებული პოლიტიკა და სხვა მრავალი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, იყო ადეკვატური, თუმცა ისინი ამას კრიმინალად თვლიან", - განაცხადა ბოკერიამ.

იგი არ გამორიცხავს, რომ დღეს დაკითხვის შემდეგ ბრალი წაუყენონ და დააკავონ.

"ივანიშვილის წინასწარ დაანონსებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დღეს თუ არა ხვალ ან ზეგ ბრალს წამიყენებენ. ველოდები ბრალის წაყენებას, დაკავებასაც, თუმცა მარჩიელობა არ მიყვარს", - დასძინა ბოკერიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა