გიგა ბოკერიამ პროკურატურის შენობა დატოვა

გიგა ბოკერიამ პროკურატურის შენობა დატოვა

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიგა ბოკერიას დაკითხვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დასრულდა. ბოკერიამ პროკურატურის შენობა ადვოკატ ოთარ კახიძესთან ერთად უკვე დატოვა. მისი თქმით, ის დაიკითხა უშიშროების საბჭოს მიერ დახარჯულ თანხებზე, მათ შორის, ლობისტებზე. გიგა ბოკერიას განცხადებით, დაკითხვამ მშვიდ, კორექტულ გარემოში ჩაიარა.

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დაკითხვაზე მის დაბარებას ღარიბაშვილ-ივანიშვილის დაკვეთად აფასებს. ბოკერია მთავარ პროურატურაში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ