7 ვარჯიში, რომელიც თვალების ქვეშ "ტომრებს" გაგიქრობთ

7 ვარჯიში, რომელიც თვალების ქვეშ "ტომრებს" გაგიქრობთ

თვალების ქვეშ "ტომრები" ადამიანს შესაძლოა გენეტიკურად ერგოს. საქმე ის არის, რომ ქუთუთოების კანსა და კანქვეშა უჯრედებს შორის მდებარეობს თხელი მემბრანა. ბუნება ზოგიერთს სქელ მემბრანას ჩუქნის, ზოგს კი - თხელსა და გამჭვირვალეს. დროთა განმავლობაში მემბრანა თხელდება და ცხიმოვანი ქსოვილი უშუალოდ კანქვეშ აღწევს. როდესაც მემბრანის გათხელება რაიმე მიზეზს უკავშირდება, ბუნებრივი გათხელების პროცესი ჩქარდება, ხოლო ცხიმოვანი ქსოვილის კანქვეშ სწრაფი გადასვლა უპეებთან ტომრების გაჩენას უწყობს ხელს. ამ წარმონაქმნებს ექიმები თვალის თიაქარს უწოდებენ.

თვალის თიაქრის წარმოშობის მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა. ზოგადია მიზეზები, რომლებიც დაავადებას კი არ უკავშირდება, არამედ ცხოვრების არასწორი წესით არის განპირობებული. ასეთია:

  • არასწორ პოზაში ძილი
  • ორგანიზმში სითხის სიჭარბე
  • ქრონიკული გადაღლა
  • სტრესი
  • არარაციონალური კვება
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი.
  • ან კიდევ თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები, წყალმარილოვანი ცვლის მოშლა.

როცა თვალს ქვემოთ არსებული "ტომრები" რომელიმე დაავადებას სდევს თან, მათ გასაქრობად ამ დაავადებისგან განკურნებაც კმარა. შედარებით ძნელი მოსაცილებელია უმართებულო ცხოვრების წესის გამო გაჩენილი თიაქრები, გენეტიკურად განპირობებული ტომრების მოცილება კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი გზა პლასტიკური ქირურგიული ჩარევაა.

როგორ მოვიქცეთ?

თავი ძილის დროს მაღალ სასთუმალზე გედოთ. დაიდეთ რამდენიმე ბალიში.

ნუ დალევთ ძილის წინ ბევრ წყალს; მიიღეთ მცირე რაოდენობით სუფრის მარილი და ალკოჰოლიანი სასმელები.

გაღვიძებისთანავე გაიკეთეთ ცივი ნიღაბი ან თვალების ირგვლივ 5-10 წუთით დაიდეთ ყინულის კუბები - სიცივე ამცირებს გაფართოებულ სისხლძარღვებს და აცხრობს შეშუპებას.

სწორად შეარჩიეთ დღის კრემი. არ გამოიყენოთ მარტივი დამატენიანებელი მალამო - არაფერს გავნებთ, მაგრამ საჭირო ეფექტს ვერ გამოიღებს. თქვენ გჭირდებათ სპეციალური საშუალება - ლოსიონი, რომელიც ცხიმოვან ფუძეზეა დამზადებული და შეიცავს განსაკუთრებულ ზეთებს, რომლებიც არ აღიზიანებს თვალებს და კოლაგენით, ელასტინითა და ჰიალურონის მჟავათია გამდიდრებული. ეს კომპონენტები კანის ზედაპირზე წარმოქმნის თხელ ფენას, რომელიც სითხეს კანქვეშ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს.

ზოგიერთი ლოსიონი კანის მატონიზებელ ნაერთებსაც შეიცავს, რომლებიც ლიმფური სისხლძარღვების მუშაობას ასტიმულებს. კოსმეტიკურ სალონებში ლიმფოდრენაჟისა და ელექტროსტიმულაციის პროცედურების დროს სწორედ ეს პრინციპი გამოიყენება. პირველი პროცედურის შემდეგ ეფექტი უმნიშვნელო ან შეუმჩნეველია. ქუთუთოს ქვეშ დაკიდებული ტომსიკა რომ დაპატარავდეს, პროცედურებისა და დამატენიანებელი კრემების რამდენიმე ციკლია საჭირო.

ვარჯიშები "ტომრების" წინააღმდეგ

თუ თვალებს ტომრების წარმოქმნისადმი მიდრეკილებას ამჩნევთ, ნუღარ დააყოვნებთ, სასწრაფოდ დაიწყეთ ვარჯიში მათ საწინააღმდეგოდ:

• მაგრად დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ თვალები. გაიმეორეთ 5-6-ჯერ, 30-წამიანი ინტერვალით.

• მაგრად დახუჭეთ თვალები, ოღონდ ეცადეთ, არ მოიღუშოთ. თვლაზე - "5", თვალები ფართოდ გაახილეთ და მაღლა აიხედეთ, ისევ 5-მდე დაითვალეთ და თვალების კუნთები მოადუნეთ.

• თავი სწორად დაიჭირეთ, მიიხედეთ მარცხნივ, დაითვალეთ 5-მდე და გაიხედეთ პირდაპირ, დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით. ეს მოძრაობები გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. ვარჯიში 3-4-ჯერ უნდა შეასრულოთ.

• აახამხამეთ ორივე თვალი რაც შეიძლება სწრაფად, თვლაზე - "10", მაგრად დახუჭეთ, 4-6 წამის შემდეგ გაახილეთ და მოდუნებულმა გაიხედეთ რომელიმე მხარეს, მოშორებით მდებარე საგნისკენ, უყურეთ 3-5 წამს, შემდეგ მოდუნდით. გაიმეორეთ 3-5-ჯერ.

• თავი სწორად დაიჭირეთ და გაიხედეთ ჯერ ზევით-ქვევით, შემდეგ - მარჯვნივ-მარცხნივ.

• ატრიალეთ თვალები წრეზე ასეთი მიმართულებით: ზევით - მარჯვნივ - ქვევით - მარცხნივ, შემდეგ - საპირისპირო მიმართულებით.

• დახუჭეთ თვალები და მათ შიგნითა კუთხეებზე დაიჭირეთ საჩვენებელი თითი, დააფიქსირეთ კანი ისე, რომ ნაოჭები არ გაჩნდეს. თვალები მაგრად დახუჭეთ, ხოლო 5-6 წამის შემდეგ ქუთუთოები მთლიანად მოადუნეთ. გაიმეორეთ 10-ჯერ.

ვარჯიშთა კომპლექსი უნდა შეასრულოთ 3-4 წყებად, 1-წუთიანი შესვენებით, უმჯობესია, დღეში 3-ჯერ. სასურველია, ვარჯიშის შემდეგ თვალებზე 5-10 წუთით დაიდოთ გვირილის ან ოხრახუშის ნაყენში დასველებული ტამპონები.

თუ შეამჩნიეთ, რომ დროთა განმავლობაში ვარჯიში უფრო და უფრო გიადვილდებათ, ესე იგი, სწორ გზას ადგახართ - რამდენიმე ხანში თვალის კუნთები გამყარდება და ტომრებიც ნელ-ნელა დაპატარავებას დაიწყებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია