პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა

პატრიარქმა მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიანიჭა

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მცხეთას წმინდა ქალაქის ტიტული მიენიჭა. როგორც კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, მიღებულია განჩინება, რომლის მიხედვით, აღდგება მცხეთის სრული ტიტული და მას წმინდა ქალაქი, წმინდა დედაქალაქი მცხეთა ეწოდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მელქისედეკ პირველი კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძი უდევს, რომელიც მე-11 საუკუნეში დაიწერა.

პატრიარქმა დღევანდელი ქადაგებისას მრევლს ანდერძი გააცნო, რომლის თანახმად, მელქისედეკ I კათალიკოსი ასახელებს სოფლებს, აგარაკებს, რომელიც მან ეკლესიას შესწირა და ამბობს, რომ ვინც მის შემდგომ იქნება, ანდერძი აღასრულოს. ანდერძში მელქისედეკ კათალიკოსი მცხეთას წმინდა ქალაქად მოიხსენიებს.

დღეს ილია II-მ უფალს შესთხოვა, ნათელში ამყოფოს მელქისედეკ კათალიკოსის სული და მისი ლოცვა-კურთხევა საქართველოს შეეწიოს. ამასთან, როგორც მან ბრძანა, მცხეთას მიენიჭება უძველესი სახელწოდება და აღდგება მისი სრული ტიტული, რაზეც მიღებულია სათანადო განჩინება.

ამასთან, ხვალ ხარების დღესასწაული წმინდა ქალაქ მცხეთაში, სვეტიცხოველში აღინიშნება. პატრიარქის თქმით, ანდერძში წერია, რომ ხარების დღესასწაული მცხეთაში უნდა აღინიშნებოდეს.

"იყო ასეთი წესი, რომ ამ დღეს მთელ მცხეთას სამღვდელოება და ხალხი ნაკურთხ წყალს ასხურებდა. ამიტომ გაძლევათ ლოცვა-კურთხევას, რომ ასხუროთ სახლებს, ქუჩებს, შვილებს, ყველაფერს, რაც თქვენს გარშემოა ნაკურთხი წყალი. როგორც მცხეთაში, ასევე თბილისში", - ბრძანა პატრიარქმა.

ხარებასთან დაკავშირებული წირვა სვეტიცხოველში ხვალ, 10:00 საათზე დაიწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია