"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადიდან ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერი პლაკატი ჩამოხსნეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიაში განუცხადეს, ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მოწინააღმდეგეებმა პლაკატი რამდენჯერმე წითელი საღებავებით დასვარეს და კედელზე ლაქები კვლავ რჩება.
პარტიის ოფისის ფასადზე მერაბიშვილის პლაკატის ნაცვლად, რამდენიმე დღეში სავარაუდოდ, საარჩევნო პლაკატი განთავსდება.
ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის პლაკატი "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ოფისის ფასადზე მას შემდეგ განთავსდა, რაც ვანო მერაბიშვილი დააკავეს. პლაკატზე იყო წარწერა: "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს".