ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას ოჯა­ხუ­რი რე­ლიკ­ვი­ე­ბი

ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას ოჯა­ხუ­რი რე­ლიკ­ვი­ე­ბი

მხატ­ვ­რებს, რო­გორც წე­სი, ჯილ­დო­ე­ბით არ ანე­ბივ­რე­ბენ, თუმ­ცა იგი ორ­ჯერ გა­მო­არ­ჩი­ეს. პირ­ვე­ლად ამ ათი­ო­დე წლის წინ. მა­შინ პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და. ცნო­ბი­ლი ფრან­გი პო­ე­ტის, არ­ტურ რემ­ბო­სად­მი მიძღ­ვ­ნილ დიდ გა­მო­ფე­ნა­ზე ნი­კუ­შა შენ­გე­ლა­ი­ას მი­ერ შექ­მ­ნილ­მა ნა­ხატ­მა ("ეს­კი­ზი ჟან­გი­ან გემ­ზე") სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბა და პო­ე­ტის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია და­იმ­სა­ხუ­რა. შარ­შან კი, და­ვით ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნელ­მა მშვი­დო­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად ბრძო­ლა­ში გა­წე­უ­ლი ღვაწ­ლი­სათ­ვის "სა­ქარ­თ­ვე­ლოს არ­წი­ვი­სა და უფ­ლი­სა ჩვე­ნი იესო ქრის­ტეს კვარ­თის" ორ­დე­ნი გა­დას­ცა. მხატ­ვა­რი დი­დი ხა­ნია, ამა თუ სა­კითხ­ზე თა­ვის სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს და ეს შე­უმ­ჩ­ნე­ვე­ლი არ დარ­ჩა. რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ნი­კუ­შას სა­ო­ჯა­ხო რე­ლიკ­ვი­ე­ბი­სა თუ საყ­ვა­რე­ლი ნივ­თე­ბის მი­მართ? ზო­გა­დად, ნივ­თე­ბის გა­ფე­ტი­შე­ბა რომ არ უყ­ვარს, ეს თა­ვი­დან­ვე აღ­ნიშ­ნა.

-  ბავ­შ­ვო­ბა­ში მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლის კა­ბი­ნეტ­ში ხში­რად შე­დი­ო­დით და ხელს ხომ არ უშ­ლი­დით მუ­შა­ო­ბა­ში?

-  ბავ­შ­ვე­ბი პა­პის ორ­დე­ნე­ბი­თა და ნივ­თე­ბით ვთა­მა­შობ­დით ხოლ­მე. ორი ნივ­თი და­მა­მახ­სოვ­რ­და: წმინ­და გი­ორ­გის იტა­ლი­უ­რი ქან­და­კე­ბა და რკი­ნის ძაღ­ლი - ქა­ღალ­დე­ბის ე.წ. დამ­ჭე­რი. მის კა­ბი­ნეტ­ში იყო უამ­რა­ვი ფურ­ცე­ლი, რად­გან პა­პა მუ­დამ რა­ღა­ცას წერ­და, მაგ­ნი­ტო­ფო­ნი უკ­რავ­და, ძერ­წ­ვის­თ­ვის სა­ჭი­რო სა­მუ­შაო იარა­ღე­ბი ჰქონ­და და ძერ­წავ­და, ასე­ვე - ხა­ტავ­და. ერ­თი სიტყ­ვით, მო­უს­ვე­ნა­რი კა­ცი იყო. არა მგო­ნია, ხე­ლი შეშ­ლო­და ჩვე­ნი იქ ყოფ­ნით, რად­გან ისეთ ასაკ­ში იყო, რო­ცა შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ეხა­ლი­სე­ბათ და მა­თი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ. ხატ­ვა პა­პამ და­მაწყე­ბი­ნა. ამას წი­ნათ ვნა­ხე ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი, თი­თო­ე­ულ ნა­ხატს მი­სი ხე­ლით ეწე­რა - ნი­კუ­შა 4 წლის, 5 წლის და ასე. ამ ყვე­ლა­ფერს სა­თუ­თად ინა­ხავ­და. ეს ბევრ რა­მე­ზე მეტყ­ვე­ლებს.

-  ამ­ბო­ბენ, ჭი­ა­უ­რე­ლი სტა­ლინს უყ­ვარ­დაო...

-  არ ვი­ცი, უყ­ვარ­და თუ არა (ი­ცი­ნის). პა­პას და მი­სი თა­ო­ბის ბევრ ადა­მი­ანს სტა­ლი­ნის სჯე­რო­და. ეგ ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო. თა­ვი­დან რე­ვო­ლუ­ცია რა­ღაც სი­ახ­ლე იყო, სა­ნამ მა­ხინჯ ფორ­მებს მი­ი­ღებ­და. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ, მა­ი­ა­კოვ­ს­კი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ბევ­რი პო­ე­ტი და ხე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბებს აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბით შეხ­ვ­და, მაგ­რამ მე­რე სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი და­იწყო. სტა­ლი­ნი ჭკვი­ა­ნი კა­ცი იყო და ნი­ჭი­ერ ხე­ლო­ვა­ნებს პა­ტივს სცემ­და. ის აზ­რი, რომ სტა­ლი­ნი პა­პა­ჩემ­ზე გიჟ­დე­ბო­და და უყ­ვარ­და, გა­და­მე­ტე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია.

-  ბე­ბი­ის, ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის ნივ­თე­ბი­დან რა გახ­სოვთ?

-  ვე­რი­კოს სამ­კა­უ­ლე­ბის შე­სა­ნა­ხი "შკა­ტულ­კა" ჰქონ­და. ერთ-ერ­თი მახ­სოვს, ზედ ეხა­ტა ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი ნა­პო­ლე­ო­ნი, თა­ვი­სი არ­მი­ით. მა­შინ­დე­ლი თა­ო­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო საყ­ვა­რე­ლი საქ­მის კე­თე­ბა და მუ­შა­ო­ბა. ვე­რი­კოს ბევ­რი ფო­ტო ჰქონ­და. ჩემ­თ­ვის ადა­მი­ა­ნის მო­სა­გო­ნებ­ლად ფო­ტო­ე­ბი უფ­რო ღი­რე­ბუ­ლია. ბე­ბი­ა­ჩე­მი ისე წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან, მე მგო­ნი, სულ ორი კა­ბა და ორი ფეხ­საც­მე­ლი ჰქონ­და.

-  მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი­სა და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძის მუ­ზე­უ­მი დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელს იღებს?

-  არა, სამ­წუ­ხა­როდ. მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რა­მეს მო­ვა­ხერ­ხებთ.

-  სახლს ფიქ­რის გო­რა­ზე უამ­რა­ვი სტუ­მა­რი ჰყო­ლია...

-  თბი­ლისს ვინც სტუმ­რობ­და, თით­ქ­მის ყვე­ლა ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბა ჩვენ­თან ყო­ფი­ლა, პრე­ზი­დენ­ტე­ბი­დან დაწყე­ბუ­ლი, თე­ატ­რის და კი­ნოს მოღ­ვა­წე­ნი, მწერ­ლე­ბი, პო­ე­ტე­ბი, მხატ­ვ­რე­ბი. უამ­რა­ვი ვინ­მე მახ­სოვს: არ­კა­დი რა­ი­კი­ნი, მაია პლი­სეც­კაია, ვა­ნე­სა რედ­გ­რე­ი­ვი, ალი­სა ფრე­ინ­დ­ლი­ხი და ვინ არა. იყო სა­უბ­რე­ბი ხე­ლოვ­ნე­ბა­ზე, ერ­თ­მა­ნე­თის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე, წარ­მა­ტე­ბებ­ზე, მო­მა­ვალ­ზე.

-  ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლა­ი­ა­სა და ნა­ტო ვაჩ­ნა­ძის­გან რა სახ­სო­ვა­რი დარ­ჩათ შვი­ლებს?

-  მა­მას ელე­ნე ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის ნა­ხა­ტი - "გრე­მი" ჰქონ­და, რო­მე­ლიც ნა­ტოს ელე­ნემ, რო­გორც მე­გო­ბარს აჩუ­ქა. მხატ­ვა­რი ვე­რი­კოს მე­გო­ბა­რიც იყო და მა­საც ჰქონ­და ახ­ვ­ლე­დი­ა­ნის და არა მარ­ტო მი­სი ნა­ხა­ტე­ბი. დე­და­ჩე­მის­გან ვი­ცი, ჩა­მო­ვი­დო­და რო­მე­ლი­მე დი­დი მსა­ხი­ო­ბი და ვე­რი­კოც, ხელ­გაშ­ლი­ლად არი­გებ­და ასეთ კარგ ნა­მუ­შევ­რებს. მა­გა­ლი­თად, ფა­ი­ნა რა­ნევ­ს­კა­ი­ა­სა და ელე­ნა გო­გო­ლე­ვას­თ­ვი­საც ნა­ხა­ტე­ბი უჩუ­ქე­ბია. მა­მა ად­რე და­ობ­ლ­და და რაც სახ­ლ­ში ნივ­თე­ბი ჰქონ­დათ, ძმებ­მა გა­იყ­ვეს, მაგ­რამ მე­რე ნა­ხა­ტე­ბიც და ნივ­თე­ბიც გი­ორ­გიმ, ელ­დარ­მა და თენ­გიზ­მა გურ­ჯა­ა­ნის ნა­ტო ვაჩ­ნა­ძის სახლ-მუ­ზე­უმს უან­გა­როდ გა­დას­ცეს. მა­მა­ჩე­მის­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სია დე­დის ნა­ქო­ნი წმინ­და გი­ორ­გის მე­და­ლი­ო­ნი, რო­მელ­საც დღემ­დე ატა­რებს.

-  მშობ­ლე­ბის ჯილ­დო­ე­ბი­დან და პრი­ზე­ბი­დან, თქვენ­თ­ვის რო­მე­ლი­მე თუ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი?

-  სახ­ლი სავ­სეა სო­ფი­კო­სა და გი­ორ­გის კი­ნო თუ თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლე­ბის პრი­ზე­ბით, მაგ­რამ ეს არის ლი­თო­ნის საგ­ნე­ბი. ჩემ­თ­ვის ის ნივ­თე­ბია ძვირ­ფა­სი, რომ­ლებ­საც დე­და ატა­რებ­და და უყ­ვარ­და. ზოგ ნივ­თ­თან ბავ­შ­ვო­ბის ასო­ცი­ა­ცია მაქვს. ჩემ­თ­ვის ისი­ნია მო­საფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი. დე­დას მძი­ვე­ბი უყ­ვარ­და და თა­ვი­სი ხე­ლით აკე­თებ­და. მთე­ლი კე­დე­ლი ჰქონ­და დათ­მო­ბი­ლი მძი­ვებს, - ლა­მა­ზად ჰქონ­და ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. მის ოთახ­ში, ეს კე­დე­ლი ასე შე­ვი­ნარ­ჩუ­ნე.

-  ძვე­ლი თა­ო­ბის ქარ­თ­ვე­ლი მხატ­ვ­რე­ბი­დან ვის იც­ნობ­დით? რას ნიშ­ნავს თქვენ­თ­ვის დი­დი მხატ­ვ­რის სა­ხე­ლოს­ნო?

-  ბედ­მა გა­მი­ღი­მა, ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო და წამ­ყ­ვა­ნი მხატ­ვ­რე­ბი­დან შუ­რა ბან­ძე­ლა­ძე (დი­დუ­ბის ეკ­ლე­სია მო­ხა­ტა), ზუ­რაბ ნი­ჟა­რა­ძე, ავ­თო ვა­რა­ზი, ხი­ტა ქუ­თა­თე­ლა­ძე, უჩა ჯა­ფა­რი­ძე, რამ­დე­ნი­მე ჩე­მი პე­და­გო­გი იყო. სა­ერ­თოდ, სა­ხე­ლოს­ნო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია, თა­ვი­სი აურა აქვს. ჯერ ერ­თი, მხატ­ვ­რის ნა­მუ­შევ­რე­ბი რა­ღა­ცას გკარ­ნა­ხო­ბენ, მე­რე გა­რე­მო. სა­ღე­ბა­ვის სუ­ნი, ნივ­თე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი შენ ირ­გ­ვ­ლივ, ეს არის ჩვე­ნი სამ­ჭედ­ლო, სა­დაც სრულ­ყო­ფი­ლად არ­სე­ბობ. ხატ­ვას რო­ცა ვიწყებ­დი, ბევ­რი რამ არ მეს­მო­და. მა­გა­ლი­თად, ხი­ტა ქუ­თა­თე­ლა­ძე ნა­ხა­ტებს არ მამ­თავ­რე­ბი­ნებ­და. მე­უბ­ნე­ბო­და: აი ეს კარ­გია, ახ­ლა გა­ჩერ­დი. შენ რომ ამ­თავ­რებ სუ­რათს, უკ­ვე აფუ­ჭე­ბო. და მარ­თ­ლაც, ნა­მუ­შე­ვარს მარ­თ­მევ­და. მქონ­და ასე­თი ეტა­პი. გვი­ან გა­ვი­გე, რო­გორ და რა იყო სა­ჭი­რო. გა­საკ­ვი­რი არ არის, ახალ­გაზ­რ­დო­ბა­ში ხდე­ბა ხოლ­მე, ზოგ­ჯერ საქ­მეს ნაკ­ლებ დროს უთ­მობ. ერ­თხელ, სამ თვე­ში რაც უნ­და მო­მემ­ზა­დე­ბი­ნა, ერთ თვე­ში გა­ვა­კე­თე. უჩა ჯა­ფა­რი­ძემ მითხ­რა: შენ­გე­ლაია, ბი­ჭო, ის ორი თვეც რომ გე­მუ­შა­ვა, შე­ნი ნა­მუ­შევ­რე­ბი მუ­ზე­უმ­ში უნ­და გა­მოგ­ვე­ფი­ნაო (ი­ცი­ნის)!

-  რე­ჟი­სო­რო­ბა­ზე არა­სო­დეს გი­ფიქ­რი­ათ?

-  მხატ­ვ­რო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, 25 წე­ლია, ამით ვცხოვ­რობ. რო­ცა ჩემ­ში ხატ­ვის ნი­ჭი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, აქეთ­კენ მი­ბიძ­გეს, რად­გან ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი პრო­ფე­სიაა. კი­ნო­ში კი და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხარ წარ­მო­ე­ბა­ზე, მსა­ხი­ობ­ზე, ფი­ნან­სებ­ზე და ა.შ. რე­ჟი­სო­რი არ გავ­ხ­დი, მაგ­რამ ჩე­მი მე­გობ­რის ირაკ­ლი ჩარ­კ­ვი­ა­ნის რამ­დე­ნი­მე კლი­პი გა­და­ვი­ღე და ისი­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მინ­და, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბი ირაკ­ლის სიმ­ღე­რებს ხში­რად მღე­როდ­ნენ. კი­ნოს­თან ისე­თი კავ­ში­რი მაქვს, მსგავ­სი სა­რე­ჟი­სო­რო სკო­ლა არა­ვის ექ­ნე­ბა გავ­ლი­ლი

- სა­მი თვი­დან აპა­რატ­ზე ვზი­ვარ.

-  ე.ი. მა­ინც შე­იძ­ლე­ბა მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მის ავ­ტო­რად გი­ხი­ლოთ.

-  დიდ ფილ­მ­ზე ჯერ არ მი­ფიქ­რია, ისე, იდე­ე­ბი მაქვს, ვნა­ხოთ. გეგ­მებ­ზე წი­ნას­წარ არ მიყ­ვარს ლა­პა­რა­კი, მო­მა­ვა­ლი გვიჩ­ვე­ნებს.

ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია