სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტროენერგია შეეზღუდება: ნავთლუღის დასახლების და ქაიროს ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილორის, ზარზმის და სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), არალეთის, ჟველაურის და იფნევის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოლოლაკის ხევის და ბოტანიკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ) და წინამძღვრიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, კუტუზოვის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, შმიდტის, საირმის, ცაგარელის, დელისის და ნადარეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: კაკაბაძის და მესხეთის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის მაცხოვრებლებს.
აბონენტებს ელექტრომომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგებათ.