თბილისის იუსტიციის სახლმა მუშობა განაახლა

თბილისის იუსტიციის სახლმა მუშობა განაახლა

თბილისის იუსტიციის სახლმა მუშაობა დღეიდან, 09:00 საათიდან განაახლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დღეიდან მომხმარებელს 300-ზე მეტი სერვისის მიღების შესაძლებლობა ტრადიციულად თბილისის იუსტიციის სახლში ექნება. ამასთან, მუშაობა შეწყვიტა სამმა დროებითმა ფილიალმა, რომლებიც იუსტიციის სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო იყო გახსნილი.

"იუსტიციის სახლში სარემონტო სამუშაოები სახურავის დაზიანების შემდეგ გახდა საჭირო. შეკეთდა და გამაგრდა სახურავის კონსტრუქციის როგორც გარე, ისე შიდა მონაკვეთი. განხორციელდა სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები, დადუღდა ასეულობით გაუმაგრებელი წერტილი. ექსპერტების შეფასებით, იუსტიციის სახლის სახურავი სარემონტო სამუშაოების შემდეგ სრულებით უსაფრთხოა ", - აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

თბილისის იუსტიციის სახლი ტრადიციულად ყოველდღე, 09:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია