ინტერპოლმა ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოაცხადა

ინტერპოლმა ერეკლე კოდუაზე ძებნა გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორზე, ერეკლე კოდუაზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ოფიციალური ვებგვერდზე განთავსდა.

როგორც ინტერპოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ერეკლე კოდუა საქართველოს სასამართლო ორგანოების მიერ იძებნება და მას ბრალი ედება თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამატებასა და თაღლითობაში.

მთავარმა პროკურატურამ ერეკლე კოდუას ბრალი რამდენიმე კვირის წინ წაუყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ერეკლე კოდუა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ