ვის დაკითხვას ითხოვს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ოჯახი

ვის დაკითხვას ითხოვს გეგუთის ციხეში გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ოჯახი

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი გიგა ფარტენაძის ოჯახი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დიმიტრი დარბაისელის და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ჯაბა მაღლაფერიძის დაკითხვას ითხოვს.

როგორც გარდაცვლილის ძმამ, კობა ფარტენაძემ "ინტერპრენიუსს" განუცხადა, ციხის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს და ოჯახს ნათესავების დახმარებით უთვლის, რომ გამოძიების დროს ადმინისტრაცია არ ახსენონ.

"ნათესავების პირით, რომლებიც მთავრობაში მუშაობენ, შემომითვალეს, რომ ციხის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია და მიხედეთ მკვლელების დასჯის საკითხს. ამას ვერც თხოვნას დავარქმევდი და ვერც მუქარას. პრობლემას ირიდებენ და ახმაურებენ ახალ დეტალებს, რომ ადმინისტრაციის საკითხი მიჩქმალონ. ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, როცა ნახეს საკანში ჩხუბი იყო, ვალდებულნი იყვნენ სწრაფად მოეხდინათ რეაგირება. ადმინისტრაცია დამნაშავეა იმის გამოც, რომ რუსთავის ციხეში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული ადამიანები გეგუთის ციხეში გადაიყვანეს. ასევე ასე უცებ რომ გადაიყვანეს ჩემი ძმის საკანში, გარკვეულ კითხვებს ბადებს ეს საკითხიც", - აღნიშნა კობა ფარტენაძემ.

ფატენაძის ოჯახი დიმიტრი დარბაისელის და ჯაბა მაღლაფერიძის დაკითხვას ახლო ხანში ითხოვს.

"ეს ორი ადამიანი აწერს ხელს ციხიდან ციხეზე პატიმრის გადაყვანის საკითხს და მინდა ვიცოდე, რა მოტივით გადაიყვანეს მკვლელი და ფსიქიკურად დაავადებული ჩემი ძმის საკანში", - აღნიშნა კობა ფარტენაძემ.

გარდაცვლილის დედა მზია ნიქაბაძე კი აცხადებს, რომ დიმიტრი დარბაისელი მათ უთვლიდა, საერთოდ არ ეხსენებინათ ციხის ადმინისტრაცია.

"როგორ არ ვახსენო ადმინისტრაცია, როცა კონფლიქტი მოხდა კამერაში. რატომ ჩასვეს გიგას საკანში მკვლელები და ფსიქიურად ავადმყოფი?" - აღნიშნა მზია ნიქაბაძემ.

ამასთან, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ ფარტენაძეების ოჯახი მოინახულა. ომბუდსმენმა ოჯახისგან მიიღო პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია და გაეცნო ოჯახის მოთხოვნას გამოძიებასთან დაკავშირებით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ