როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

როგორი ამინდი იქნება უახლოესი დღეების განმავლობაში

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ამაღამ თოვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის პიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ დასავლეთ საქართველოში უფრო აცივდება, ვიდრე - აღმოსავლეთ საქართველოში. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვლის ნალექია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 3 - 8 გრადუსი იქნება.

ხვალ ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში წვიმა შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 8-13, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 13-18 გრადუსი იქნება.

ამასთან, აღმოსავლეთ საქართველოში იქროლებს ძლიერი ქარი, რომელის სიჩქარე წამში 20-25 მეტრი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი ქარის სიჩქარე წამში 17-22 მეტრია მოსალოდნელი.

10 აპრილს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიდარებს და დათბება. თუმცა, თოვლის სახით ნალექი შესაძლოა, მაღალმთაში შენარჩუნდეს. დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით ტემპერატურა 5-8 გრადუსი, დღისით კი 17-22 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 3-8 გრადუსი, ხოლო დღისით 14-19 გრადუსი იქნება.

13-14 აპრილის კი საქართველოში უნალექო, მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 15 აპრილიდან ამინდი კვლავ შეიცვლება და იწვიმებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია