BBC - 10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით

BBC - 10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით

ბრიტანული გამოცემის BBC-ის არქივში საქართველოს შესახებ საინტერესო სტატია ინახება - "10 რამ, რაც საქართველოზე არ იცოდით", რომელიც 2013 წელს არის დაბეჭდილი.

1. ქართული ენა: როდესაც ქართველების საუბარს მოისმენთ, დარწმუნდებით, რომ მსგავსი სიტყვები არსად მოგისმენიათ. ის სხვა ენებს არ ჰგავს. ქართველებს საკუთარი ანბანი და ძალიან ლამაზი დამწერლობა აქვთ.

2. საქართველოს "Georgia" არ ქვია: თუ ჩვენ, უცხოელები ამ ქვეყანას Georgia-ს ვუწოდებთ, ქართველები მას საქართველოს ეძახიან.

3. იოსებ სტალინის პორტრეტები: მისი სიკვდილის შემდეგაც კი, აქ არის ბაზარი, სადაც სტალინის პორტრეტები იყიდება. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სტალინის ბევრი ქანდაკება აიღეს, მაგრამ რამდენიმე მათგანი სკვერებში ისევ დააბრუნეს. ზოგიერთი ასაკოვანი ქართველისთვის სტალინი პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც ძლიერ ლიდერს უწოდებენ და რომელმაც ჰიტლერი დაამარცხა. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, სტალინს როგორც ტირანს, ისე იხსენიებენ.

4. მაღალი მთები: რომელია ევროპაში ყველაზე მაღალი მთაგრეხილი? სწორი პასუხია - კავკასიონი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვარს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ყველაზე მაღალი მწვერვალი რუსეთშია, საქართველოში მეორე უმაღლესი მწვერვალი შხარაა. ეს შთამბეჭდავი მთები სახიფათო გზებთან და სოფლებთან ერთად ზამთარში იკეტება. ამ ადგილებში ადგილობრივები არაერთ საინტერესო ლეგენდას მოგითხრობენ. საქართველოს მთიანი რეგიონები უამრავ ტურისტსა და ადგილობრივს იზიდავს - მთამსვლელებისთვის, ტურისტებისთვისა და მოთხილამურეებისთვის ნამდვილი თავგადასავალი იწყება.

5. ახალი შენობები: ქვეყანაში პარლამენტისა და პოლიციის ახალი შენობები შენდება - შენობებს მინით იმიტომ ფარავენ, რომ ეს გამჭვირვალობის სიმბოლოა. თუმცა, ამასობაში ქვეყნის ბევრი გზა და ინფრასტრუქტურა ცუდ მდგომარეობაშია.

6. ნაბიჯი ფრთხილად: კვლევის მიხედვით, საქართველო ჰომოფობიით შეპყრობილ ქვეყნებს შორის არის. თბილისში მაისში ათასობით ადამიანი გამოვიდა და განრისხება გამოხატა ჰომოსექსუალების მიმართ - ქვეყნის დედაქალაქში ჰომოსექსუალების საწინააღმდეგო დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მეგაფონით მოუწოდებდნენ: "გეებო, ევროპაში წადით!". თუმცა, ქართველებშიც იყვნენ ადამიანები, რომლებმაც თანამემამულეთა საქციელი დაგმეს და ამ აქციას "საქართველოსთვის მწუხარე დღე" უწოდეს.

7. მეგობრული ქართველები: ქართველებისთვის სტუმარი ღვთის საჩუქარია.

8. ქართველები რელიგიური ხალხია: თუ ევროპაში მცხოვრები ბევრი ერის წარმომადგენელმა დროთა განმავლობაში რწმენის მიმართ ერთგულება დაკარგა, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია ძლევამოსილია. ქვეყანაში ყველა ეკლესიის მიმართ პატივისცემით იზრდება. საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ქართველების აზრით ქვეყანაში ყველაზე პატივსაცემი ადამიანია.

9. ოჯახი: ქართველებისთვის ოჯახი და მეგობრები მნიშვნელოვანია. როდესაც რაიმე პრობლემა აქვთ, ყველა ერთმანეთს ეხმარება. "როდესაც პრობლემა გამიჩნდა, ერთი ადამიანის ბიძაშვილი დამეხმარა, მეორადი ავტომობილი მეყიდა. მეორემ საცხოვრებელი ბინით დაგვეხმარა, როდესაც ძლიერი თოვლის გამო მთაში დავრჩით. სოციალური ვითარება სავალალოა და ამ დროს კრიზისთან ბრძოლაში ქართველებს ოჯახი ეხმარება", - წერს ჟურნალისტი.

10. საქართველო ევროპაშია და არა შეერთებულ შტატებში.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით.

ასევე დაგაინტერესებთ | საქართველო BBC-ის დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიოს ყველაზე სახიფათო გზები"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია