ჩე­მი მე­გო­ბა­რი "ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სი", რო­მელ­საც "სრუ­ლი­ად გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა" სურს

ჩე­მი მე­გო­ბა­რი "ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სი", რო­მელ­საც "სრუ­ლი­ად გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა" სურს

სა­თა­ურ­მა რომ არ და­გაბ­ნი­ოთ, აქ­ვე გეტყ­ვით, - ჩე­მი მე­გო­ბა­რი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მინ­და მო­გიყ­ვეთ, მა­მა­კა­ცია... ის გერ­მა­ნე­ლია, 45 წლის... სა­შუ­ა­ლოდ სიმ­პა­თი­უ­რი... ევ­რო­პე­ლის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ტი­პუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს - ქე­რაა, ცის­ფერ­თ­ვა­ლე­ბა... გამ­ხ­და­რია. ვე­უბ­ნე­ბი ხოლ­მე, - ჩა­სუ­ქე­ბუ­ლი ინ­და­უ­რის წო­ნაც არ ხარ-მეთ­ქი, - და ეს ძა­ლი­ან ამ­ხი­ა­რუ­ლებს. პრო­ფე­სი­ით იურის­ტი გახ­ლავთ, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იან­ვარ­ში ჩა­მო­ვი­და. ერთ-ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რია, რო­მე­ლიც კონ­სულ­ტა­ცი­ებს უწევს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას ამა თუ იმ კა­ნონ­პ­რო­ექ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ჩე­მი პრო­ფე­სი­ის წყა­ლო­ბით მოხ­და. მის შე­სა­ხებ სა­ერ­თო ნაც­ნო­ბის­გან გა­ვი­გე, არ მო­ვეშ­ვი, - ინ­ტერ­ვიუ მინ­და მას­თან-მეთ­ქი. შევ­ხ­ვ­დით, მაგ­რამ ინ­ტერ­ვიუ არ შედ­გა, რად­გან არ უნ­და პრე­სის ფურ­ც­ლებ­ზე ვი­ნა­ო­ბის გამ­ჟ­ღავ­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, "დავ­ძ­მა­კაც­დით" და ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი, მშვე­ნი­ე­რი ტან­დე­მი შედ­გა. სა­ში­ნე­ლი აქ­ცენ­ტი აქვს და სიტყ­ვებ­საც ეძებს, მაგ­რამ მა­ინც გა­მარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს რუ­სუ­ლად და სწო­რედ ამ ენა­ზე ვურ­თი­ერ­თობთ.

სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში უმუ­შა­ვია და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ყვე­ლას­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლია... თავს რა თქმა უნ­და, უცხოდ გრძნობს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­ო­რედ ჩა­მო­ვი­და.

პირ­ვე­ლი ჩა­მოს­ვ­ლა ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნ­და, რად­გან თა­ვად მო­ინ­დო­მა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა...

- მა­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" (დი­ახ, ზუს­ტად ასე თქვა. - ავტ.) დრო იყო და მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევ­დ­ნენ, ამე­რი­კულ ჯგუფს ანი­ჭებ­დ­ნენ უპი­რა­ტე­სო­ბას და მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დ­ნენ. მა­გა­ლი­თად, სწო­რედ მათ ურ­ჩი­ეს, მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ახალ­გაზ­რ­და კად­რე­ბის და­ნიშ­ვ­ნა, რა­საც ჩვენ ვე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­დით, მაგ­რამ არა­ვინ მოგ­ვის­მი­ნა. ეს ძა­ლი­ან დი­დი შეც­დო­მა იყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, უქ­მად ვი­ყა­ვით და მო­ვითხო­ვე, უკან და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე.

მოს­წონს თბი­ლი­სი და ცდი­ლობს, ფე­ხი აუწყოს აქა­ურ ცხოვ­რე­ბას...

სახ­ლი ძველ თბი­ლის­ში იქი­რა­ვა, რად­გან სო­ლო­ლა­კი ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­ე­წო­ნა... პა­ტა­რა, მყუდ­რო, 2-სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლია, ეს­პა­ნურ სტილ­ში მოწყო­ბი­ლი. პირ­ველ რიგ­ში, სე­ის­მუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი მი­სი სიმ­ყა­რით და­ინ­ტე­რეს­და და რო­ცა დარ­წ­მუნ­და, რომ მი­წის­ძ­ვ­რა ვე­რა­ფერს და­აკ­ლებ­და, მე­პატ­რო­ნე­ებს თან­ხ­მო­ბა გა­ნუცხა­და...

უცხო ქა­ლაქ­ში მი­სი მეგ­ზუ­რი მე ვარ... ყვე­ლა­ფერს მე­კითხე­ბა. თუმ­ცა, ვი­ნა­ი­დან არ მცა­ლია, რომ მუ­დამ თან ვახ­ლ­დე, ძი­რი­თა­დად მარ­ტო და­ე­ხე­ტე­ბა... მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო აქვს და უქ­მე დღე­ებ­ში იც­ლის სა­სე­ირ­ნოდ.

თა­ვი­დან იცო­და, რომ რამ­დე­ნი­მე თვით იყო ჩა­მო­სუ­ლი, შემ­დეგ აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ 3-4 წე­ლი მო­უ­წევს აქ ცხოვ­რე­ბა და გა­დაწყ­ვი­ტა, სახ­ლი მო­ეწყო.

ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კა და მკითხა, - ავე­ჯის მა­ღა­ზი­ა­ში მინ­და წას­ვ­ლა და რას მირ­ჩე­ვო?

შემ­დეგ მო­მახ­სე­ნა, - თურ­ქუ­ლი მა­გი­და ვი­ყი­დე (ჟურ­ნა­ლე­ბის მა­გი­დას გუ­ლის­ხ­მობ­და), ძა­ლი­ან მომ­წონს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შუ­ა­ში "მა­ხინ­ჯი" ნახ­ვ­რე­ტი აქვს, მაგ­რამ ეს იმის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რაც შინ მო­ვი­ტა­ნე, მა­ნამ­დე ყუ­რადღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია; წა­ვე­დი და გა­და­სა­ფა­რე­ბე­ლი შე­ვი­ძი­ნე, ახ­ლა ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო...

ვი­ნა­ი­დან სახ­ლ­ში აირ­ღუ­მე­ლი არ ჰქონ­და (ა­რა­და, რო­გორც ამ­ბობს, კარ­გი კუ­ლი­ნა­რია და მის­თ­ვის ეს აუცი­ლე­ბე­ლი­ა), ბი­ნის მე­პატ­რო­ნეს სთხო­ვა, რომ მი­ე­ტა­ნა.

- პა­ტა­რა მოწყო­ბი­ლო­ბა მო­მი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც ტოს­ტერს უფ­რო ჰგავს (მის სახ­ლ­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, ამი­ტომ არ ვი­ცი, რა მოწყო­ბი­ლო­ბაა და მის ნათ­ქ­ვამს ვენ­დო­ბი. - ავტ.). ჩემს მოთხოვ­ნებს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს, ამი­ტომ შემ­დ­გომ "ინ­ვეს­ტი­ცი­ას" აუცი­ლებ­ლად აირ­ღუ­მელ­ში ჩავ­დე­ბო, - შე­მომ­ჩივ­ლა და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ აას­რუ­ლა კი­დეც.

ერ­თხელ სა­უბ­რი­სას, შემ­თხ­ვე­ვით ვახ­სე­ნე მშრალ ხიდ­ზე მდე­ბა­რე ძველ­მა­ნე­ბის ბაზ­რო­ბა და ძა­ლი­ან და­ინ­ტე­რეს­და. ჰო­და, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ და­მი­რე­კა და გა­მომ­კითხა, რო­გორ მი­ეგ­ნო ამ ად­გი­ლის­თ­ვის. მგო­ნი, "დავ­ღუ­პე" ჩე­მი მე­გო­ბა­რი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ით, რად­გან ახ­ლა ლა­მის ყო­ველ­დღე სტუმ­რობს მშრალ ხიდს, ათას­გ­ვარ ხა­რა­ხუ­რას ყი­დუ­ლობს და სახ­ლ­ში მი­ათ­რევს.

ძვე­ლი, ხე­ლით ნაქ­სო­ვი ხა­ლი­ჩა შე­ი­ძი­ნა, რო­მელ­შიც იმ­დე­ნი ფუ­ლი გა­და­უხ­დია, რო­ცა თან­ხა და­ა­სა­ხე­ლა, თვა­ლე­ბი შუბ­ლ­ზე ამი­ვი­და...

გა­ვაფ­რ­თხი­ლე, - უჩე­მოდ არა­ნა­ი­რი "ინ­ვეს­ტი­ცი­ა" აღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლო, რად­გან უცხო­ე­ლი ხარ და ძვი­რად გი­ფა­სე­ბენ, რე­ა­ლუ­რი ფა­სე­ბი არ იცი-მეთ­ქი.

- მე მომ­წონს, ლა­მა­ზი ფე­რე­ბი აქვს. იატაკ­ზე და­ვა­გე, ზედ ჩე­მი თურ­ქუ­ლი მა­გი­და დავ­დ­გი და ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ოთახს... შე­ვე­ვაჭ­რე, მაგ­რამ არ და­მიკ­ლეს და რა მექ­ნაო? - თა­ვი იმარ­თ­ლა...

მი­უ­ხე­და­ვად გაფ­რ­თხი­ლე­ბი­სა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ ისევ "გა­ი­პა­რა" მშრალ ხიდ­ზე და პოს­ტ­ფაქ­ტუმ შე­მატყო­ბი­ნა, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი ნა­ხა­ტი შე­ი­ძი­ნა.

- ცუ­დი ამინ­დი იყო, ამი­ტომ მშრალ ხიდ­ზე მხატ­ვ­რე­ბი არ იყ­ვ­ნენ. იქ­ვე, მო­ცუც­ქ­ნულ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ვე­დი და ეს ნა­ხა­ტი რომ და­ვი­ნა­ხე, ძა­ლი­ან მო­მინ­და, ჩე­მი გამ­ხ­და­რი­ყო... რო­გორც მირ­ჩიე, შე­ვე­ვაჭ­რე... მე­რე მე­ო­რე გამ­ყიდ­ვე­ლი მო­ვი­და და იმა­საც ვე­ვაჭ­რე, მე­რე მე­სა­მეს და­უ­ძა­ხეს. იმან მითხ­რა, - ამ პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ა­ში ძა­ლი­ან დიდ ქი­რას ვიხ­დით და ვერ და­გიკ­ლე­ბო. ჰო­და, მეც ავ­დე­ქი და ვი­ყი­დე...

- რა არის ნა­ხატ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი?

- საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს ასა­ხავს, ვფიქ­რობ, კრე­ბაა... ძვე­ლე­ბუ­ლი ტე­ლე­ფო­ნიც ჩანს, კი­ტე­ლებ­ში გა­მოწყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სხე­დან, ზო­გი მა­გი­და­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბი­ლი დგას, და რა­ღა­ცა­ზე ბჭო­ბენ... საბ­ჭო­თა ატ­რი­ბუ­ტე­ბი­ცაა - დრო­შა და კი­დევ რა­ღა­ცე­ბი... დი­დი ტი­ლოა, 3 მეტ­რი აქვს სიგ­რ­ძე, 2 - სი­გა­ნე. ნა­ხა­ტი მი­ლი­ვით დახ­ვე­უ­ლი წა­მო­ვი­ღე და სა­ხე­ლოს­ნო­ში მი­ვე­დი, რომ ჩარ­ჩო გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჩვენ­თან, გერ­მა­ნი­ა­ში ნა­ხა­ტის­თ­ვის ჩარ­ჩო ძა­ლი­ან ძვი­რი ღირს, რად­გან ხე­ლით კეთ­დე­ბა და ხელ­ნა­კეთ ნივ­თებს დი­დი ფა­სი აქვს. აქ დათ­ვა­ლეს, მით­ვალ-მოთ­ვა­ლეს და მითხ­რეს, რომ 200 ლა­რიც არ ჯდე­ბო­და. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩ­ნიე. ამ ფა­სად (ევ­რო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნა ჩარ­ჩოს აქა­უ­რი ფა­სი. - ავტ.) ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხუ­რი ფო­ტოს­თ­ვის თუ გა­ვა­კე­თე­ბი­ნებ­დი ჩარ­ჩოს, რომ ტუმ­ბო­ზე და­მედ­გა. თა­ნაც, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, 2 სა­ათ­ში და­მი­ბა­რეს, მზა ჩარ­ჩოს წა­მო­სა­ღე­ბად. ჩვენ­თან ამას 2 კვი­რა მა­ინც დას­ჭირ­დე­ბო­და. ნა­ხა­ტი რომ გა­და­აკ­რეს ჩარ­ჩო­ზე, მივ­ხ­ვ­დი, რომ მარ­ტო ვერ შევ­ძ­ლებ­დი ამო­დე­ნა ტვირ­თის წა­ღე­ბას, თა­ნაც, 6 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი რო­მელ ტრან­ს­პორ­ტ­ში შე­ე­ტე­ო­და?! აქ მყოფ გერ­მა­ნელს და­ვუ­რე­კე და დახ­მა­რე­ბა ვთხო­ვე. მთე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი ხე­ლით ვა­ტა­რეთ. ახ­ლა კე­დელ­ზე კი­დია და ოთახს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა.

ჩე­მი გერ­მა­ნე­ლი მე­გო­ბა­რი გურ­მა­ნია და ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო უზო­მოდ მოს­წონს.

მთხო­ვა, ისეთ რეს­ტორ­ნებ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით, სა­დაც სხვა­დას­ხ­ვა უცხო და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კერძს და­ა­გე­მოვ­ნებ­და. მთე­ლი 2 კვი­რა მო­ვან­დო­მეთ, სა­ნამ თით­ქ­მის ყვე­ლა კერძს გა­ეც­ნო­ბო­და... ამა­სო­ბა­ში მე წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე, ის კი არ იღ­ლე­ბო­და და - კი­დევ რა გაქვთ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, ხვალ რა ვჭა­მო­თო, მე­კითხე­ბო­და... 2 კვი­რის თავ­ზე უკ­ვე იცო­და, რომ "ტკე­მა­ლი" და "ის­რი­მი" გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სა­წე­ბე­ლე­ბია და რომ ის­რი­მი ქა­თამ­სა და მა­ყალ­ზე შემ­წ­ვარ "ა­სეტ­რი­ნას" უხ­დე­ბა, ხო­ლო ტყე­მა­ლი - ყვე­ლა კერძს...

უზო­მოდ მოს­წონს ფე­ლა­მუ­ში და აღ­ფ­რ­თო­ვან­და ჩა­ქა­ფუ­ლით. არა მხო­ლოდ კერ­ძე­ბი, არა­მედ სიტყ­ვე­ბიც მოს­წონს. ერ­თხელ კარ­გა ხანს იფიქ­რა და მითხ­რა: "ლა­მა­ზია ქარ­თუ­ლი ენა. აი, მო­უს­მი­ნე - ფე-ლა-მუ­ში... ჩა-ქა-ფუ-ლი... - და­მარ­ც­ვ­ლა და სა­ში­ნე­ლი აქ­ცენ­ტით წარ­მოთ­ქ­ვა, მაგ­რამ თვი­თონ უზო­მოდ კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა, რად­გან სიტყ­ვე­ბის ჟღე­რა­დო­ბამ მო­ხიბ­ლა.

არ შე­მიძ­ლია, არ გა­ვიხ­სე­ნო ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ვახ­შა­მი რეს­ტო­რან­ში.

- ვი­ცი, რომ ქარ­თ­ვე­ლებს გაქვთ გემ­რი­ე­ლი კერ­ძი - ხინ­კა­ლი, მი­სი გა­სინ­ჯ­ვა მინ­და და იქ­ნებ ისეთ ად­გილ­ზე წა­ვი­დეთ, სა­დაც მას კარ­გად ამ­ზა­დე­ბე­ნო.

ხინ­კალ­თან ერ­თად უამ­რა­ვი ნიგ­ვ­ზი­ა­ნი კერ­ძი შე­უკ­ვე­თა: ბად­რი­ჯა­ნი, მხა­ლე­უ­ლი, კიტ­რი­სა და პო­მიდ­ვ­რის სა­ლა­თაც კი ნიგ­ვ­ზით მო­ი­სურ­ვა... არ ჩავ­თ­ვა­ლე სა­ჭი­როდ, რა­მე და­მე­მა­ტე­ბი­ნა, რად­გან ისე­დაც უამ­რა­ვი კერ­ძი დახ­ვავ­დე­ბო­და სუფ­რა­ზე.

- შენ­თ­ვის რა­ტომ არა­ფერს უკ­ვეთ? - მკითხა გა­ო­ცე­ბულ­მა.

- შენ ხომ შე­უკ­ვე­თე? - არა­ნაკ­ლებ გა­ო­ცე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე.

- ეს ჩემ­თ­ვის შე­ვუკ­ვე­თე და შენ მში­ე­რი ხომ არ დარ­ჩე­ბი? თუ არ გშია, რა­მე მსუ­ბუ­ქი მა­ინც აიღე.

რა­ღას ვი­ზამ­დი? შემ­წ­ვა­რი კარ­ტო­ფი­ლი შე­ვუკ­ვე­თე - ხორ­ცით.

მე­რე გა­მახ­სენ­და ევ­რო­პე­ლე­ბის წე­სი: ყვე­ლა უკ­ვეთს იმ კერძს, რო­მე­ლიც თა­ვად უნ­და მი­ირ­თ­ვას. ქარ­თუ­ლი წე­სი - "კერ­ძე­ბი სუფ­რა­ზე ჩად­გ­მით" - მათ­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

რო­დე­საც მიმ­ტან­მა ყვე­ლა კერ­ძი მო­ი­ტა­ნა და მა­გი­და­ზე გა­ა­ნა­წი­ლა, ჩემს გერ­მა­ნელ მე­გო­ბარს ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, - ეს ყვე­ლა­ფე­რი ორი­ვეს­თ­ვის მო­ი­ტა­ნე­სო? ავუხ­სე­ნი ქარ­თუ­ლი სუფ­რის წე­სი, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­ო­ცა... ბო­ლოს, ისევ დად­გა ერ­თი მო­მენ­ტი, რო­მე­ლიც უცხო­ე­ლე­ბის­თ­ვის, მით უმე­ტეს - გერ­მა­ნე­ლე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან უცხოა, - და­ნა­ხარ­ჯის გა­დახ­დას ვგუ­ლის­ხ­მობ. რო­დე­საც მიმ­ტან­მა ან­გა­რი­ში მო­ი­ტა­ნა, ძა­ლი­ან მო­რი­დე­ბით იკითხა, - მე­ო­რე ქვი­თა­რი (ჩემ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ ქვი­თარს გუ­ლის­ხ­მობ­და) სა­დააო?

- ყვე­ლა­ფე­რი აქ არი­სო, - უპა­სუ­ხა მიმ­ტან­მა.

- თუ ნე­ბას დამ­რ­თავ, ამ­ჯე­რად მე დაგ­პა­ტი­ჟებ, შენს და­ნა­ხარჯს მე ავა­ნაზღა­უ­რე­ბო, - ახ­ლა მე მო­მიბ­რუნ­და მო­რი­დე­ბით.

ღი­მი­ლით დავ­თან­ხ­მ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ავუხ­სე­ნი, რომ ჩვენ­თან, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ღე­ბუ­ლი არ არის, სუფ­რის ყვე­ლა წევ­რ­მა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შეკ­ვე­თის სა­ფა­სუ­რი გა­და­ი­ხა­დოს. თუნ­დაც კო­ლექ­ტი­უ­რად მივ­დი­ო­დეთ რეს­ტო­რან­ში, მთე­ლი ხარ­ჯი ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა. ხო­ლო თუ ქა­ლი და მა­მა­კა­ცი არი­ან სუფ­რას­თან, მა­მა­კა­ცის სირ­ცხ­ვი­ლა­დაც კი ით­ვ­ლე­ბა, თუ ქა­ლი გა­და­იხ­დის, რა თქმა უნ­და, იშ­ვი­ა­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბის გარ­და-მეთ­ქი.

- რად­გან ეს ტვირ­თი მა­მა­კაცს აწევს, ალ­ბათ ამი­ტო­მაა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­მა­კა­ცის კულ­ტიაო, - და­ას­კ­ვ­ნა თა­ვად.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის უკ­ვირს, რო­გორ შო­უ­ლობს ხალ­ხი ამ­დენ ფულს, რომ ასე­თი ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან.

- ამ­დე­ნი ძვირ­ფა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი არ­სად მი­ნა­ხავს. წარ­მო­იდ­გი­ნე, რამ­დე­ნი წე­ლი უნ­და იმუ­შაო ადა­მი­ან­მა, რომ ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლის ყიდ­ვა შეძ­ლო.

ცდი­ლობს, ქარ­თულ სი­ნამ­დ­ვი­ლეს მო­ერ­გოს. ქარ­თ­ვე­ლე­ბის ხა­სი­ათს, ბუ­ნე­ბას სწავ­ლობს...

- მინ­და, ქარ­თ­ვე­ლი გავ­ხ­დეო, - ამ­ბობს. - ჩვენ­თან, გერ­მა­ნი­ა­ში, არა­ვინ აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას, რა გაც­ვია. ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ კე­თილ­მოწყო­ბილ სახ­ლებ­ში, ყვე­ლა­ნა­ი­რი ფუ­ფუ­ნე­ბა აქვთ შექ­მ­ნი­ლი, მაგ­რამ გა­რეთ რომ გა­მო­დი­ან, მა­თი ჩაც­მუ­ლო­ბით ამას ვერ მიხ­ვ­დე­ბი. აქ კი პი­რი­ქი­თაა, - კარ­გი მან­ქა­ნე­ბი ჰყავთ, ბრენ­დუ­ლი ტა­ნი­სა­მო­სი აც­ვი­ათ, მაგ­რამ სახ­ლ­ში ელე­მენ­ტა­რუ­ლი კომ­ფორ­ტი არ აქვთ. ვატყობ, რომ ჩაც­მას დი­დი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა. ადა­მი­ა­ნის სტა­ტუ­სი სწო­რედ ტა­ნი­სა­მო­სით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა. რად­გან აქ ვცხოვ­რობ, მინ­და, მეც შე­ვიც­ვა­ლო სტი­ლი და და­მეხ­მა­რე, მა­ღა­ზი­ა­ში გა­მომ­ყე­ვი, შენ უკეთ იცი, აქ მო­დუ­რი რა არი­სო...

ჰო­და, ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მა­ღა­ზი­ე­ბი დავ­ლაშ­ქ­რეთ. მე სა­ვარ­ძელ­ში ვი­ჯე­ქი, ის კი გა­სახ­დელ­ში იც­ვ­ლი­და ტა­ნი­სა­მოსს და შემ­დეგ წარ­მო­სახ­ვით პო­დი­უმ­ზე გა­მო­დი­ო­და, რომ შე­მე­ფა­სე­ბი­ნა. ამ სი­ტუ­ა­ცი­ამ ფილ­მი - "ლა­მაზ­მა­ნი" და ჯუ­ლია რო­ბერ­თ­სის გმი­რი გა­მახ­სე­ნა... მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან გამ­ხი­ა­რულ­დ­ნენ და ფილ­მი­დან მე­ლო­დი­აც კი ჩარ­თეს... იმის შემ­დეგ ჩემს მე­გო­ბარს სა­ხე­ლი გა­და­ვარ­ქ­ვი და ჯუ­ლია და­ვარ­ქ­ვი, რაც მა­ინ­ც­და­მა­ინც არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია.

მე­ო­რე დღეს გა­ხა­რე­ბულ­მა და­მი­რე­კა, - მა­რინ­კა, იცი, სამ­სა­ხურ­ში ფუ­რო­რი მო­ვახ­დი­ნე, ყვე­ლა აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩე­მი ახა­ლი იმი­ჯით და მეც ძა­ლი­ან მომ­წონს, ათას­ჯერ მა­ინც შე­ვე­დი ტუ­ა­ლეტ­ში, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვი სარ­კე­ში შე­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა და დავ­მ­ტ­კ­ბა­რი­ყა­ვიო...

ახ­ლა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი­სა და ენის სწავ­ლა და­ვიწყეთ "ფე­ის­ბუ­კის" სა­შუ­ა­ლე­ბით, რად­გან ხში­რი უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტის­თ­ვის დროს ვერ ვპო­უ­ლობ.

ახ­ლა­ხან ერ­თი კვი­რით იყო სამ­შობ­ლო­ში წა­სუ­ლი შვე­ბუ­ლე­ბით და დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მითხ­რა, - მა­რინ­კა, იცი, აქა­უ­რო­ბა მე­ნატ­რე­ბო­და, ერ­თი სუ­ლი მქონ­და, რო­დის წა­მო­ვი­დო­დი, თბი­ლი­სი მე­სიზ­მ­რე­ბო­და კი­დე­ცო...

"სრუ­ლი­ად ქარ­თ­ვე­ლად" სურს გარ­დაქ­მ­ნა გერ­მა­ნელ "ჯუ­ლი­ას", რად­გან ქარ­თუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი მოს­წონს: კერ­ძე­ბი, ადათ-წე­სე­ბი, ჩაც­მის სტი­ლი, სიტყ­ვე­ბი, მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი მძღო­ლე­ბი, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტაქ­სი­ში ში­შის­გან თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი ზის, უს­წორ­მას­წო­რო გზე­ბი, ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი და ისიც კი, რო­დე­საც რეს­ტო­რან­ში მიმ­ტანს ამა­ყად ეუბ­ნე­ბა, - ან­გა­რი­ში მე მო­მი­ტა­ნეთ, ქალ­ბა­ტონს არ და­უ­დო­თო...

ქარ­თულ პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლი­ან კარ­გად ერ­კ­ვე­ვა. ცო­ტა ხან­ში ალ­ბათ უბან­შიც "და­ა­ბირ­ჟა­ვებს", ხმა­მაღ­ლა გი­ნე­ბას და­იწყებს და ერთ მშვე­ნი­ერ დღეს და­მი­რე­კავს, - მა­რინ­კა, "პორ­შე კა­ი­ე­ნის" ყიდ­ვა მინ­და და სად უნ­და მი­ვი­დე, ხომ ვერ მი­მას­წავ­ლიო?..

მოკ­ლედ, იმე­დია, მთლად ჩე­მი გავ­ლე­ნა არ არის "ჯუ­ლი­ას" გად­მო­ქარ­თ­ვე­ლე­ბა, რად­გან არც კი ვი­ცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია თუ ცუ­დი.

მა­რი ჯა­ფა­რი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია