ქარ­თ­ველ ქალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის წი­ნა­პა­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სი­დან

ქარ­თ­ველ ქალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის წი­ნა­პა­რი გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სი­დან

ჩვენს ეპო­ქა­ში აღა­რა­ვის უკ­ვირს ქალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის, სა­ზო­გა­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა თუ კავ­ში­რე­ბის არ­სე­ბო­ბა, თუმ­ცა მსგავ­სი რამ მთლად უცხო არც წი­ნა სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ყო­ფი­ლა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ციფ­რულ არ­ქივ­ში და­ცულ, 1913 წლის ჟურ­ნალ "კლდის" 21-ე ნო­მერ­ში კავ­კა­სი­ელ ქალ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­სა და ქარ­თ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლის შე­სა­ხებ პუბ­ლი­კა­ცი­ას წა­ვაწყ­დი. ური­გო არ იქ­ნე­ბა, თქვენც გა­გაც­ნოთ, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და იმ პე­რი­ო­დის ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია და რო­გორ მი­ი­ღო ქალ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვა იმ­ჟა­მინ­დელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ქალ­ბა­ტო­ნი - ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. მი­სი შე­ფა­სე­ბით, "სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ჭი­რო" "კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა" 1908-09 წლებ­ში თბი­ლის­ში და­არ­სე­ბუ­ლა. მწე­რა­ლი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ცუ­დად იც­ნობ­დ­ნენ და გულ­ცი­ვა­დაც მი­უ­ღი­ათ ეს "სიმ­პა­ტი­უ­რი საქ­მე". ავ­ტო­რი საყ­ვე­დუ­რა­დაც კი ამ­ბობს, რომ თურ­მე იმ პე­რი­ო­დის პრე­სა­საც არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს კავ­კა­სი­ელ ქალ­თა შე­კავ­ში­რე­ბის ამ პირ­ველ ნა­ბიჯ­ზე.

"ქარ­თ­ველ­ნი ქალ­ნი რომ სა­ზო­გა­დოთ იმ­დე­ნად ინ­დე­ფე­რეტ­ნი ვართ, ხომ თით­ქ­მის ვერ­ც­კი გა­ვი­გეთ, რომ ეს საქ­მე ჩვენ, ქარ­თ­ველ ქა­ლებს, რო­გორც ერთ უდი­დეს კავ­კა­სი­ელ ეროვ­ნე­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლებს პირ­და­პირ გვა­ვა­ლებ­და თვა­ლის გა­ხე­ლას და ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩვე­ნის ეროვ­ნე­ბა­თა წარ­მო­მად­გე­ნელ­თათ­ვის სა­პა­ტიო ალა­გის და­ჭე­რას გვკარ­ნა­ხობ­და", - წერს ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლი და ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მის მოშ­ვე­ლი­ე­ბით სხვა კავ­კა­სი­ელ­თა მი­სა­მარ­თი­თაც არ იშუ­რებს საყ­ვე­დურს: "თუ მო­ტი­რა­ლი არ ტი­რის, მო­ბა­ნეს რა თა­ვი სტკი­ვა­ო", და სხვა კავ­კა­სი­ელ ეროვ­ნე­ბის ქა­ლებ­მაც, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დი­დად თა­ვი არ შე­იტ­კი­ვეს და არ დაგ­ვა­ინ­ტე­რე­სეს ამ კავ­კა­სი­ელ­თა სა­ერ­თო საქ­მე­ში".

მწე­რა­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თ­ველ ქა­ლებ­ში მა­ნამ­დეც იყო ქარ­თ­ველ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მ­ნის სურ­ვი­ლი. ამა­ზე ხში­რად მსჯე­ლობ­დ­ნენ კი­დეც, კრე­ბებ­სა და თათ­ბი­რებ­საც აწყობ­დ­ნენ. ერ­თხანს ქალ­თა კლუ­ბის შექ­მ­ნას არც აღა­რა­ფე­რი აფერ­ხებ­და თურ­მე, მაგ­რამ ლა­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნი­ლი ამ­ბა­ვი მა­ინც ჩაშ­ლი­ლა. 1913 წელ­საც უც­დი­ათ ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მ­ნა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ქა­ლი შეკ­რე­ბი­ლა, უბა­ა­სია, უმ­ს­ჯე­ლია და კო­მი­სი­აც კი შე­უქ­მ­ნი­ათ, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან შე­ერ­თე­ბა გა­და­უწყ­ვე­ტი­ათ: "...კო­მი­სი­ამ გა­დას­წყ­ვი­ტა შე­ერ­თე­ბო­და კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბას და დე­ე­კა­ვე­ბი­ნა მით შუა ის ად­გი­ლი, რო­მე­ლიც დი­დი ხნიდ­გან­ვე უნ­და სჭე­რო­და, თუ უნ­დო­და, რომ კავ­კა­სი­ელ ქალ­თა შუა ქარ­თ­ველ ქალ­საც სჭე­რო­და თა­ვი­სი ად­გი­ლი და ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლის, მაგ­რამ აუცი­ლე­ბე­ლის შე­თან­ხ­მე­ბის­თ­ვის გა­მარ­თა ლა­პა­რა­კი კავკ. ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მარ­თ­ვე­ლო­ბას­თან"...

რო­გორც ჩანს, კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მმარ­თ­ვე­ლო­ბა სი­ხა­რუ­ლი­თა და გულ­თ­ბი­ლად შეხ­ვ­და ქარ­თ­ველ ქალ­თა სურ­ვილს და იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნია ეს ამ­ბა­ვი, სა­ზო­გა­დო კრე­ბაც კი მო­იწ­ვია. კრე­ბამ კო­მი­სი­აც აირ­ჩია და ქარ­თ­ველ ქალ­თა კო­მი­სი­ას­თან ერ­თად, შე­ერ­თე­ბის სა­გან­გე­ბო პროგ­რა­მაც შე­ად­გი­ნა. ამ პროგ­რა­მით ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი "კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში" თა­ნას­წო­რუფ­ლე­ბი­ან წევ­რე­ბად გა­ნი­ხი­ლე­ბოდ­ნენ და შე­ად­გენ­დ­ნენ და­მო­უ­კი­დე­ბელ ქარ­თულ სექ­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის წეს­დე­ბით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებ­და. ეს პროგ­რა­მა შემ­დეგ­ნა­ი­რად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს:

"1. ქარ­თ­ველ სექ­ცი­ა­ში შეს­ვ­ლა შე­უძ­ლი­ან სექ­ცი­ის თან­ხ­მო­ბით კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა წევრს, ვი­საც აინ­ტე­რე­სებს და შე­უძ­ლი­ან (ი­ცის ქარ­თუ­ლი ენა) სექ­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბა;

2. სექ­ცი­ის და­არ­სე­ბის­თ­ვის სა­ჭი­როა არა­ნაკ­ლებ ოცის წევ­რი­სა. სექ­ცი­ის კრე­ბა კა­ნო­ნი­ე­რია, თუ კრე­ბას ნამ­დ­ვილ წევ­რ­თა 1/3 დე­ეს­წ­რე­ბა;

3. ქართ. სექ­ცი­ას აქვს უფ­ლე­ბა თა­ვი­ანთ შო­რის აირ­ჩი­ოს ერ­თი წლის ვა­დით სექ­ცი­ის გამ­გე­ო­ბა შვი­დი კა­ცი­სა­გან და ორი კან­დი­და­ტი. გამ­გე­ო­ბა თა­ვის შო­რის ირ­ჩევს თავ­მ­ჯ­დო­მა­რეს, მდი­ვანს და ხა­ზი­ნა­დარს;

4. სექ­ცი­ის გამ­გე­ო­ბის კრე­ბე­ბი ინიშ­ნე­ბა სა­ჭი­რო­ე­ბის­და გვა­რად თავ­მ­ჯ­დო­მა­რის­გან ან ხუ­თის წევ­რის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად;

5. სექ­ცი­ის გამ­გე­ო­ბის წევ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა უნ­და ეუწყოს კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­გე­ო­ბას;

6. გამ­გე­ო­ბა სექ­ცი­ი­სა გზავ­ნის "კავკ. ქალ. საზ." გამ­გე­ო­ბის კრე­ბებ­ზედ ორ წარ­მო­მად­გე­ნელს...

7. ქარ­თულ სექ­ცი­ის ყვე­ლა პრინ­ცი­პი­ა­ლუ­რი დად­გე­ნი­ლე­ბას ამ­ტ­კი­ცებს ცენ­ტ­რა­ლუ­რი გამ­გე­ო­ბა;

8. სექ­ცი­ის სახ­სარს შე­ად­გენს კავკ. ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან და­ნიშ­ნუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თან­ხა, რო­მე­ლიც შე­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა წლი­ურ სა­ერ­თო სმე­ტა­ში და ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი სექ­ცი­ის თან­ხა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა კერ­ძო პირ­თა­გან მარ­ტო სექ­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბი­სათ­ვის;

9. სექ­ცი­ის გამ­გე­ო­ბა ხარ­ჯავს თა­ვის თან­ხას იმ სმე­ტის მი­ხედ­ვით, რო­მელ­საც ამ­ტ­კი­ცებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ერ­თო კრე­ბა;

10. სექ­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბის­და გვა­რად ეძ­ლე­ვა ყო­ველ თვი­უ­რი ავან­სი"...

რო­გორც ჩანს, ქარ­თ­ველ ქალ­თა კო­მი­სია იმე­დოვ­ნებ­და ქარ­თუ­ლი სექ­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას, რი­თაც ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბის­თ­ვის "კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მე­ე­ბის მოწყო­ბა­საც" შეძ­ლებ­დ­ნენ.

ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვილს წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის მა­გა­ლი­თიც მო­აქვს: "...ქარ­თ­ვე­ლებს უკ­ვე გვაქვს სა­ხალ­ხო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თუ­ლი სექ­ცია, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად და­მო­უ­კი­დებ­ლად და დი­დის წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებს თა­ვის სრულ ეროვ­ნულ საქ­მეს და შე­თან­ხ­მე­ბა სხვა ეროვ­ნე­ბა­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, თუ არ ამ­შ­ვე­ნებს და არ აძ­ლი­ე­რებს, ხომ არ აფერ­ხებს და ხელს არ უკ­რავს"...

მწე­რა­ლი ქარ­თულ სექ­ცი­ა­ში გა­წევ­რე­ბის მსურ­ველ­თათ­ვის იქ­ვე ასა­ხე­ლებს სა­რე­გის­ტ­რა­ციო ად­გილს: "წევ­რე­ბად ჩა­წერ­ვა შე­იძ­ლე­ბა ქარ­თ­ველ ქალ­თა ამ­ხა­ნა­გო­ბის სამ­კერ­ვა­ლო სკო­ლის სად­გურ­ში, ნა­კა­დუ­ლის რე­დაქ­ცი­ა­ში და კავ­კა­სი­ელ ქალ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კან­ცე­ლა­რი­ა­ში".

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია