"ერისიონის" პიარსამსახური: "სანამ ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკრაინის ანსამბლები რუსეთში კონცერტებს მართავდნენ"

"ერისიონის" პიარსამსახური: "სანამ ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკრაინის ანსამბლები რუსეთში კონცერტებს მართავდნენ"

ანსამბლი "ერისიონი" მოსკოვში მაინც გაემგზავრება და 29 ოქტომბერს კონცერტს არა კრემლში, არამედ "კროკუს სითი ჰოლში" გამართავს. ანსამბლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ლელა წიკლაური "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ოქტომბრის კონცერტი, აპრილში ჩაშლილი კონცერტის სანაცვლოდ ჩატარდება, თუმცა ანსამბლის გამგზავრებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

"ეს არის ის გადადებული კონცერტი, რადგან გახსოვთ ალბათ, რომ ჩვენ უარი ვთქვით კრემლზე უკრაინისადმი სოლიდარობის გამო. ძალიან სერიოზული და კოლოსალური ჯარიმა იყო. როდესაც მსოფლიოში სიდიდით და რეიტინგით მესამე საკონცერტო დარბაზზე ამბობ უარს, აქ რეპუტაციის შელახვაზეც არის საუბარი. შესაბამისად, გამწარებული საპროდიუსერო კომპანია და მეორე მხარე საუბრობდა მაქსიმალურ ჯარიმაზე. სწორედ ამიტომ მოიძებნა ასეთი გამოსავალი. პროცესი ჯერჯერობით მოლაპარაკების სტადიაშია, თუ გადავწყვიტეთ და მშვიდობაც იქნა, აუცილებლად წავა ანსამბლი. ანუ მოხდება გადმოდება ამ კონცერტის, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რა ბედი ეწევა სანქციებს", - ამბობს ლელა წიკლაური.

მისივე განმარტებით, ყოვლად გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რაც ანსამბლის მოსკოვში შესაძლო გამგზავრებას მოჰყვა. წიკლაური ამბობს, რომ საპროტესტო ტალღის და პეტიციის უკან კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფი იდგა.

"რა გახდა "ერისიონი", როდესაც საქართველოში ჩამოდიან რუსი მომღერლები, მსახიობები, დასები, ძალიან ბევრი ღონისძიება ტარდება და მაშინ ნუ შემოვუშვებთ მათ. ამიტომ პოლიტიკა და კულტურა უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. იქ "ერისიონს " ელიან არა მარტო რუსები, არამედ ქართული დიასპორის წარმომადგენლებიც. ეს არის სხვა ურთიერთობა და მაშინ, 2008 წელს არავის არ უნდა დაავიწყდეს , რომ როდესაც ჩვენს გვამებს ჯერ კიდევ ორთქლი ასდიოდა, უკარიანის სახელმწიფო ანსამბლები, ისეთები როგორიც "ერისიონი" და "სუხიშვილები", მართავდნენ კონცერტებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში", - განაცხადა წიკლაურმა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია