"მარშრუტკის" მგზავრებს რადიოს ძალით მოსმენას დაუწესებენ?!

"მარშრუტკის" მგზავრებს რადიოს ძალით მოსმენას დაუწესებენ?!

თბილისის მიკროავტობუსებში სპეციალური რადიო მაუწყებლობას ერთ კვირაში დაიწყებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განუცხადა.

გოგა ხაინდრავამ დაადასტურა ფაქტი, რომ რადიო "უცნობის" ბაზაზე კომპანია თბილისის მიკროავტობუსთან ერთად სპეციალური რადიო კეთდება, რომლის მოსმენა, მიკროავტობუსების მგზავრების მსგავსად, სხვა რადიო მსმენელებსაც შეეძლებათ.

ხაინდრავას მტკიცებით, მიკროავტობუსის მძღოლებთან ნებაყოფლობით ხელშეკრულებები გაფორმდება, სადაც მთელი რიგი სოციალური საკითხების უზრუნველყოფა იქნება განსაზღვრული. ხაინდრავას განცხადებით, სპეციალური რადიოს შექმნით, თავად კომპანიის ხელმძღვანელობა არის დაინტერესებული და მათ ჰქონდათ ამაზე მოლაპარაკებები. ხაინდრავამ დასძინა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ იცოდა მისი რადიო გამოცდილების შესახებ, რადგან 6 წლის განმავლობაში ერთ-ერთი რადიოს დირექტორი იყო.

თუ რატომ იქმნება სპეციალურად მიკროავტობუსების მგზავრებისათვის რადიო, ხაინდრავა აცხადებს, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად კომპანიის ხელმძღვანელობას უნდა მივმართოთ.

"რაც ხდება მიკროავტობუსებში, რადიოებთან მიმართებაში, მუსიკასთან მიმართებაში ნორმალურია? მძღოლისა და კომპანიის გადასაწყვეტი იქნება, რომელ რადიოს მოუსმენენ მგზავრები. ერთ კვირაში რადიო მუშაობას დაიწყებს, სპეციალური პროგრამა ჩაირთვება, პროგრამები მუშავდება და უკვე იწერება. ეს პროგრამები იქნება მგზავრთა მოთხოვნილების, გემოვნების გათვალისწინებით და ისინი მრავალფეროვანი იქნება. 09.00 საათამდე მიკროავტობუსების მგზავრები სპეციალურ პროგრამას მოუსმენენ, შემდეგ კი ახალი ამბები და მუსიკა გადაიცემა. ამ რადიოს მოსმენა სხვა რადიომსმენელებსაც შეეძლებათ", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

ძალადობა თბილისის "მარშრუტკებში", ანუ წამებული მგზავრის წერილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია