26 წლის ეკატერინე გამრეკელი შველას ითხოვს

26 წლის ეკატერინე გამრეკელი შველას ითხოვს

26 წლის ეკატერინე გამრეკელი, რომელსაც გაფანტული სკლეროზი და მეოთხე ხარისხის სქოლიოზი აქვს, რის გამოც გადადგილება უჭირს, საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს...

"მე გახლავართ ეკატერინე გამრეკელი, ვარ 26 წლის. 22 წლისას დამიდგინეს დაავადება ე.წ. " გაფანტული სკლეროზი", გარდა ამისა, მაქვს მეოთხე ხარისხის "სქოლიოზი". ორივე ერთად მჭირს, რაც უფრო მძიმეს ხდის ჩემს ყოფას. დღესდღეობით ძალიან მიჭირს სიარული. ჩემი ოჯახი: დედა, მამა, ბებო, ერთი ძმა და მე ვცხოვრობთ 2-ოთახიან ბინაში ქირით. მეორე ძმაც მყავს, მაგრამ ცოლი და შვილი ჰყავს და ცალკე ცხოვრობს ისიც ქირით. უმცროსი ძმა ავარიაში მოყვა რამდენიმე წლის წინ. ამის გამო ფიზიკურად ვერ მუშაობს და უმუშევარია. მხოლოდ მამა მუშაობს (მალე მასაც აღარ მიიღებენ წლოვანების გამო ) და არ გვყოფნის მისი მცირე ხელფასი. არის დღეები, როცა მხოლოდ ჩაიზე და პურზე ვართ ხოლმე. ბებოს პენსია წამლებზე ძლივს ყოფნის, დედაც ძალიან ცუდად იყო და ძლივს გადაარჩინეს სიკვდილს. ფაქტიურად მომვლელიც არ მყავს. რამდენიმე კვირის წინ კოალიციამ "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გადმომცა ეტლი, რომელსაც ვერ ვიყენებ, როგორც მომიტანეს, ისევე დევს. სახლში ვერ გადავადგილდები ეტლით, რადგან სივიწროვეა და არ ეტევა. საპირფარეშოში რომ გავიდე ძალიან დიდი ძალისხმევა მჭირდება, ხან რას ვეჭიდები ხან რას. მარცხენა ფეხი გამეთიშა და ვათრევ. ძალიან ვიტანჯები, არ ვიცი როგორ გადმოგცეთ. საშინლად დავიღალე ასეთი ცხოვრებით. სულ სახლში ვარ და სახლშიც ასე ვიტანჯები".

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია