ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა და 10 ძრო­ხა­ზე გაც­ვ­ლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი

ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა და 10 ძრო­ხა­ზე გაც­ვ­ლი­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის 2013 წლის ან­გა­რიშ­ში შა­ვით თეთ­რ­ზე წე­რია, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია ად­რე­უ­ლი ქორ­წი­ნე­ბა, რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად, მშობ­ლებს შო­რის გა­რი­გე­ბის და­დე­ბის შემ­დეგ ან მო­ტა­ცე­ბის გზით ხდე­ბა. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რიშ­ში მოყ­ვა­ნი­ლია მა­გა­ლი­თი, რო­ცა ლა­გო­დე­ხის რა­ი­ო­ნის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მცხოვ­რე­ბი 16 წლის გო­გო­ნას მა­მა აპი­რებ­და, შვი­ლი 45 წლის მა­მა­კაც­ზე, 10 ძრო­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ მი­ეთხო­ვე­ბი­ნა. გო­გო­ნა ამ გა­რი­გე­ბის წი­ნა­აღ­მ­დე­გი იყო, სახ­ლი­დან გა­ი­პა­რა და ცო­ლად სხვას გაჰ­ყ­ვა. უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ეთ­ნი­კუ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ თე­მებ­ში გო­გო­ნა­თა გას­ხ­ვი­სე­ბა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი­სა თუ ფუ­ლის სა­ნაც­ვ­ლოდ არა­ვის უკ­ვირს.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის 2013 წლის ან­გა­რი­ში­დან, სა­დაც ერთ-ერ­თი გო­გო­ნა ამ­ბობს: "ჩემს მშობ­ლებს ვე­უბ­ნე­ბი, - თუ ძა­ლით გა­მათხო­ვე­ბენ, თავს მო­ვიკ­ლავ. ამას ყო­ველ­დღე ვუ­მე­ო­რებ, რომ არ გა­მათხო­ვონ". ომ­ბუდ­­სმე­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზო­გი­ერ­თი გო­გო­ნა იძუ­ლე­ბუ­ლია, სკო­ლა­ში სი­ა­რულს შე­ეშ­ვას, რად­გან მი­სი მო­ტა­ცე­ბის რის­კი მა­ღა­ლია. 2014 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში უკ­ვე და­ფიქ­სირ­და მო­ტა­ცე­ბის სა­მი ფაქ­ტი. სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის ან­გა­რი­შის მი­ხედ­ვით გო­გო­ნე­ბის მო­ტა­ცე­ბა ბო­ლო სამ წე­ლი­წად­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხად რჩე­ბა. უჩა ნა­ნუ­აშ­ვილს მოჰ­ყავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მო­ნა­ცე­მე­ბი, რომ 2011 წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან 2013 წლის იან­ვ­რამ­დე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სკო­ლებ­ში სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის დას­რუ­ლე­ბამ­დე 7367 გო­გო­ნამ შეწყ­ვი­ტა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. სკო­ლის მი­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზი კი ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბია. ერთ-ერ­თი გო­გო­ნა ჰყვე­ბა: "ჩე­მი მე­გო­ბა­რი ისეთ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ცხოვ­რობ­და, საჭ­მ­ლის სა­შოვ­ნე­ლად გა­რეთ უწევ­და სი­ა­რუ­ლი. გათხოვ­და და იცის, რომ მო­მა­ვა­ლი გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი აქვს, მში­ე­რი მა­ინც აღარ იქ­ნე­ბა"...

მარ­თა­ლია, მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში ხდე­ბა, მაგ­რამ მო­ტა­ცე­ბით ან ან­გა­რე­ბით გათხო­ვი­ლი ქა­ლე­ბის მა­გა­ლი­თი ქარ­თ­ვე­ლებ­შიც მრავ­ლად არის და ამას ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის მო­ნათხ­რო­ბიც ადას­ტუ­რებს.

ნი­ნო, 30 წლის:

- 15 წლის არც ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მო­მი­ტა­ცეს. ერ­თი შვი­ლი მყავს, რო­მე­ლიც მთელ ქვე­ყა­ნას მირ­ჩევ­ნია, მაგ­რამ ქმარს დღემ­დე ვერ შე­ვე­გუე. 15 წე­ლია, ერ­თად ვართ. ხში­რად ვკა­მა­თობთ, რად­გან მის "მძი­მე" ხა­სი­ათს, მბრძა­ნებ­ლურ ტონს ვერ ვე­გუ­ე­ბი და დღემ­დე მას­თან გან­შო­რე­ბა­ზე ვფიქ­რობ. სხვა­თა შო­რის, ორი წლით უცხო­ეთ­ში იყო წა­სუ­ლი, ფულს გვიგ­ზავ­ნი­და, მე და ჩე­მი შვი­ლი კი მშვი­დად ვცხოვ­რობ­დით და ის წლე­ბი ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა.

ია, 36 წლის:

- 17 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­რი­გე­ბით გა­მათხო­ვეს. მშობ­ლე­ბი მიმ­ტ­კი­ცებ­დ­ნენ, რომ ჩე­მი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მდი­და­რი იყო, გა­მა­ბედ­ნი­ე­რებ­და. ხომ იცით. 90-იანი წლებ­ში ყვე­ლას უჭირ­და და მეც მშობ­ლებს და­ვუ­ჯე­რე, გავ­თხოვ­დი. ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ისე არ აეწყო, რო­გორც ჩემს მშობ­ლებს ეგო­ნათ: სიმ­დიდ­რე სადღაც გაქ­რა, ერ­თ­მა­ნეთ­თან არც სიყ­ვა­რუ­ლი გვა­კავ­ში­რებ­და და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში დავ­შორ­დით კი­დეც. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რა ძნე­ლია შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­და მარ­ტო­ხე­ლა დე­დი­სათ­ვის, რო­მელ­საც ყო­ფი­ლი ქმა­რი ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევს. ხში­რად ვფიქ­რობ, რა მოხ­დე­ბო­და, რო­გორ წა­ვი­დო­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მშობ­ლე­ბის ნე­ბას რომ არ დავ­ყო­ლო­დი და გათხო­ვე­ბის ნაც­ვ­ლად, მეს­წავ­ლა?.. თუმ­ცა, ამა­ზე ფიქრს რა­ღა აზ­რი აქვს? უკ­ვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნია!

მსგავ­სი ამ­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბულ და რე­ა­ლი­ზე­ბულ ქა­ლებ­საც აქვთ, რომ­ლებ­მაც შემ­დეგ შეძ­ლეს და თა­ვი­ან­თი ცხოვ­რე­ბა სა­კუ­თა­რი ნე­ბა-სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით წარ­მარ­თეს. ქალ­ბა­ტო­ნი თამ­თა დე­მუ­რიშ­ვი­ლი იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კის სის­ხ­ლის ბან­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რია და ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შ­ვებ­ზე ზრუ­ნავს. სულ მა­ლე ის გა­და­ცე­მა­საც წა­იყ­ვანს თV-3-ზე. აი, რა გვი­ამ­ბო ქალ­ბა­ტონ­მა თამ­თამ:

- ჩე­მი თა­ო­ბის ქა­ლე­ბი და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, რომ 15-20 წლის წინ მო­ტა­ცე­ბა თით­ქოს, მო­და­შიც იყო და ტრა­გი­კუ­ლად არ აღიქ­მე­ბო­და. უყ­ვარ­დი ვი­ღა­ცას, შენ არ გიყ­ვარ­და ან არ ფიქ­რობ­დი გათხო­ვე­ბა­ზე და ამის გა­მო გი­ტა­ცებ­დ­ნენ. მე ორ­ჯერ მო­მი­ტა­ცეს - ორი­ვე­ჯერ სხვა­დას­ხ­ვა ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ არც ერ­თ­თან არ დავ­რ­ჩი. ეს ჩე­მი მშობ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაც იყო. ისე­თი დედ-მა­მა მყავ­და, რომ ჩე­მი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ არ მო­იქ­ცე­ო­და... რა თქმა უნ­და, ჩემ­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლია 16 წლის გო­გო­ნა ან­გა­რე­ბის გა­მო მი­ათხო­ვო 45 წლის კაცს. თა­ნაც, ამ ასაკ­ში გათხო­ვე­ბა სა­სურ­ვე­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, რად­გან 15-16 წლის მო­ზარ­დი არ არის ზრდას­რუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ასე­თი რამ ქარ­თ­ვე­ლებს შო­რის იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. მო­ტა­ცე­ბა კი ის­ტო­რი­უ­ლი ტრა­დი­ციაა, ალ­ბათ ცხე­ნი­სა და ნა­ბა­დის ამ­ბა­ვიც გახ­სოვთ წი­ნა სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან. დღეს­დღე­ო­ბით კი გო­გო­ნე­ბი იპა­რე­ბი­ან და მე­რე ამას მო­ტა­ცე­ბას არ­ქ­მე­ვენ. მო­ტა­ცე­ბა უფ­რო ხში­რად რა­ი­ო­ნებ­ში, სოფ­ლებ­ში ხდე­ბა. ვერ ვიტყ­ვი, რომ ამ გზით შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხე­ბი ყო­ველ­თ­ვის მა­ლე ინ­გ­რე­ვა. უფ­რო მე­ტიც, შე­იძ­ლე­ბა მო­ტა­ცე­ბულ­მა გო­გომ და თა­ვის დრო­ზე მო­ძა­ლა­დედ "მო­ნათ­ლულ­მა" ბიჭ­მა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თად გა­ა­ტა­რონ, დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მ­ნი­ლი ოჯა­ხი კი ერთ წე­ლი­წად­ში და­ი­შა­ლოს. ამას­თან, ხომ იცით, დღეს ისე­თი სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა და­ქორ­წი­ნე­ბის მხრივ, რომ ხუმ­რო­ბენ კი­დეც: - თუ ვინ­მეს მო­ი­ტა­ცე­ბენ, "მიშ­ვე­ლეს" ნაც­ვ­ლად "მეშ­ვე­ლა" უნ­და და­ი­ძა­ხო­სო.

მა­ნა­ნა სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, ფსი­ქო­ლო­გი:

- ანა­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტე­ბი ხში­რად ხდე­ბა აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ სოფ­ლებ­ში: არას­რულ­წ­ლო­ვან გო­გო­ნებს გა­ცი­ლე­ბით უფ­როს კა­ცებ­ზე ათხო­ვე­ბენ. მარ­თა­ლია, ან­გა­რე­ბით გათხო­ვე­ბა ქარ­თულ ოჯა­ხებ­შიც ხში­რია, მაგ­რამ 10 ძრო­ხა­ში და 20 ცხვარ­ში მა­ინც არა­ვის გაც­ვ­ლი­ან. ხში­რად მო­ზარ­დი იძუ­ლე­ბუ­ლია, უფ­რო­სე­ბის აზრს ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ოს და თა­ვი­სი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ნა­ბი­ჯი გა­დად­გას. სა­კითხა­ვია - რო­გორ დაღს და­ას­ვამს ეს ნა­ბი­ჯი მის ცხოვ­რე­ბას? ჯერ ერ­თი, ეს არის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ძა­ლა­დო­ბა უარ­ყო­ფით ნა­ყოფს იძ­ლე­ვა, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე ღრმა და მო­უ­შუ­შე­ბელ ჭრი­ლო­ბებს სწო­რედ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა ტო­ვებს. ამ ტი­პის ზე­მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ან­ში ღრმა სუ­ლი­ერ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. და­უშ­ვე­ბე­ლია არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი გო­გო­ნას გათხო­ვე­ბა მშობ­ლებს შო­რის მო­რი­გე­ბის ან მო­ტა­ცე­ბიც გზით, მაგ­რამ ფსი­ქო­ლო­გე­ბი ამ ასაკ­ში არც ნე­ბით გათხო­ვე­ბას მი­ვე­სალ­მე­ბით. ად­რე­ულ ასაკ­ში, უფ­რო ხში­რად, არას­რულ­ფა­სო­ვან ოჯა­ხებ­ში აღ­ზ­რ­დი­ლი გო­გო­ნე­ბი თხოვ­დე­ბი­ან, ეს კი პრობ­ლე­მე­ბი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბაა.

- კი­დევ რა უარ­ყო­ფი­თი მხა­რე აქვს ნა­ად­რევ გათხო­ვე­ბას?

- ად­რე­ულ ასაკ­ში გათხო­ვე­ბა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­მო­ი­ღებს უარ­ყო­ფით ნა­ყოფს, რად­გან 15-16 წლის ასაკ­ში ორ­გა­ნიზ­მი არა მარ­ტო ანა­ტო­მი­უ­რად და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, არა­მედ - ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბის დროს ახალ­გაზ­რ­დებს ჰგო­ნი­ათ, რომ მთა­ვა­რი სიყ­ვა­რუ­ლია, მაგ­რამ ოჯა­ხის სიმ­ტ­კი­ცის­თ­ვის სხვა რა­ღა­ცე­ბიც არის სა­ჭი­რო; რო­დე­საც სიყ­ვა­რულს თან არ ახ­ლავს სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი და ამას ემა­ტე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რო­მე­ლიც ე.წ. თი­ნე­ი­ჯე­რულ ასაკს ახ­ლავს, წყვი­ლი ჰარ­მო­ნი­ულ თა­ნაცხოვ­რე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს. სწო­რედ ამი­ტომ, ნა­ად­რე­ვი ქორ­წი­ნე­ბა შე­და­რე­ბით და­უც­ვე­ლი და მყი­ფეა. ერ­თა­დერ­თი და­დე­ბი­თი, რაც ასეთ ქორ­წი­ნე­ბას აქვს, ის არის, რომ მო­წი­ფულ ასაკ­ში შვი­ლე­ბი უკ­ვე წა­მოზ­რ­დი­ლი გყავს, თო­რემ გარ­და ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მზა­ო­ბი­სა, ასე­თი ოჯა­ხი არც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით არის მტკი­ცე. ოჯახ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად რომ იარ­სე­ბოს, რა­ღაც ფი­ნან­სუ­რი სა­ძირ­კ­ვე­ლიც ხომ უნ­და ჰქონ­დეს? ამ ასაკ­ში კი ისევ მშობ­ლებ­ზე არი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლე­ბი.

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, წყვილს შო­რის ხში­რად, გა­უცხო­ე­ბაც ხდე­ბა, რად­გან თა­ვის დრო­ზე გა­აზ­რე­ბუ­ლიც არ ჰქონ­და, მარ­თ­ლა სიყ­ვა­რუ­ლი იყო ეს თუ ფი­ზი­კუ­რი ლტოლ­ვა. ქალ­თა ცი­ხე­ში ხში­რად მი­წევს მის­ვ­ლა და მინ­და, ერ­თი ქალ­ზე გი­ამ­ბოთ: იქ სას­ჯელს იხ­დის ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ორი კვი­რის გათხო­ვილ­მა, პუ­რის საჭ­რე­ლი და­ნით მოკ­ლა მო­ძა­ლა­დე ქმა­რი. არა­და, ერთ დროს ეგო­ნა, რომ ერ­თ­მა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ... თუმ­ცა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყო­ველ­თ­ვის ასე არ ხდე­ბა და ად­რე­ულ ასაკ­ში შექ­მ­ნი­ლი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხე­ბიც არ­სე­ბობს.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია