თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

შენი ხელით გამოზარდე კედარი - 2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 20 წლის იუბილეს კედრის ტყის გაშენებით აღნიშნავს! ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ძალიან უყვარს მცენარეები, განსაკუთრებით მარადმწვანე კედარი მოსწონს. მოგეხსენებათ, "კვირის პალიტრის" ჩანართი "მამულ-დედული" სწორედ პატრიარქის სურვილით და ლოცვა-კურთხევით გამოდის, სწორედ ამიტომ ჩვენმა გაზეთმა ამ მარადმწვანე მცენარის გამრავლება გადაწყვიტა პროექტით: "ერთად გავაშენოთ ტყე!"

ეს საკითხი განსაკუთრებულად მტკივნეულად აწუხებს, ცნობილ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს...

- მე დავრგავ ათას კედარს!.. ჩემს აგარკზე ვარდები დავრგე, ვაზი, ვაშლი... 82 წლის კაცი ვარ და ისევ მსურს, სულ რაღაცას ვრგავდე.. მიმასწავლეთ, სად უნდა დავრგო და ერთ დღეში იმდენს დავრგავ, რამდენსაც ჩემი ბებერი სხეული მოახერხებს, სანამ ქანცი არ გამიწყდება... მე რიგითი ადამიანი ვარ და არ ვთვლი რომ უფლება მაქვს ვინმეს რამე მოვუწოდო. ახალგაზრდებს თავად უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი. პატრიარქის მოწოდებას ყველამ უნდა დაუჯეროს! დარგეთ ხე, გიყვარდეთ მოყვასნი თქვენი, ვითარცა თავი თქვენი.. თბილისი სულ გაიჩეხაო, რომ ჩივიან ყმაწვილები, ვინ გაჩეხა? - მამათქვენებმა, ბიძათქვენებმა და თქვენმა მთავრობამ! მე თბილისელი კაცი ვარ და კარგად მახსოვს, თბილისი რაც იყო. არ უყვართ ამ ხალხს თბილისი და დაეტყო კიდეც ჩვენს ქალაქს... 82 წლის კაცი ვარ, ისედაც სულ რაღაცას ვრგავ, შეიძლება ხვალ უკვე აღარ ვიყო, მაგრამ დღეს ჩემს შვილიშვილებსა და მომავალ თაობაზე ვზრუნავ! ჩემი ყოველი სიტყვა იქნება იმ ხალხის საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ჩემი თბილისი გაჩეხა! თავიანთ სინდისში, გულში ჩაიხედონ, თუ აქვთ... გაიხსენონ - "იას უთხარით ტურფასა", "ხმელი წიფელი".. თუმცა, ზოგს ალბათ არც წაუკითხავს ვაჟა ფშაველა. ვაჟა რომ კარგად ეცოდინება ადამიანს, ის ხეებს უდიერად აღარ მოეპყრობა! ისე ვნერვიულობ, სულ მაკანკალებს, თბილისი რომ ამ დღეშია. რასაც ვამბობ, ნახევრად გიჟის ნათქვამია ეს სიტყვები. როგორ შეიძლება, შენი ქალაქი ამ დღეში ჩააგდო. ქვეყანა, რომელმაც ძუძუ გაწოვა! დამარხეს ქალაქი. ვინმემ მიპასუხოს, რატომ გაიჩეხა ვაკის პარკი? არნახული ხეივნები იყო იქ... არცერთ გაზეთსა და ტელევიზიას მიწვევაზე არ ვთანხმდები, მაგრამ ეს თემა ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია და იმიტომ გესაუბრებით. დაწერეთ, რომ ქართული სული, საქართველო და სიმწვანე ერთდროულად ამოძირკვეს!

იხილეთ ასევე:

- "თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

- შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია