პირველი ქართული გეი-კომედია: მეგრელი და კახელი ბიჭების სიყვარულის ისტორიას 17 მაისს კინოთეატრში აჩვენებენ

პირველი ქართული გეი-კომედია: მეგრელი და კახელი ბიჭების სიყვარულის ისტორიას 17 მაისს კინოთეატრში აჩვენებენ

"ჩვენ გიჟები ვართ" - ამ სახელწოდების ქართული კომედიის ჩვენება თბილისის კინოთეატრებში 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს იგეგმება. ფილმის პროდუსერი და იდეის ავტორი ცნობილი ფილმების, " გარიგება 2-ისა" და "დარჩი ჩემთან"-ის პროდიუსერი, დავით ბეჟიტაშვილია.

არატრადიციული კომედია პროვინციელი ახალგაზრდების შესახებ მოგვითხრობს - ერთი სამეგრელოდანაა, მეორე კი ლაგოდეხიდან. ბიჭებს ერთმანეთთან რომანი აქვთ და ერთ დღესაც ევროპაში გამგზავრებას გადაწყვეტენ.

როგორც დავით ბეჟიტაშვილი აცხადებს, ფილმი დღევანდელ ქართულ რეალობას ასახავს, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ხვდებიან არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს ტრადიციების დამცველი, "ნამდვილ ქართულ ოჯახში" აღზრდილი მშობლები და საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები. თუმცა, არ იფიქროთ, რომ ფილმში დრამისა და ტრაგედიის ელემენტებს უნდა ელოდოთ, ეს არის კინოკომედია მეგრელი და კახელი ბიჭების შესახებ, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია