53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ

53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ

53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ. როგორც სკოლის გაფიცული მასწავლებლები აცხადებენ, სასწავლო პროცესი მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღდგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლებელია მასწავლებლებმა შიმშილობა დაიწყონ.

გაფიცული მასწავლებლების განცხადება ჟურნალისტებს 53-ე სკოლის პედაგოგმა ინგა თუთბერიძემ გააცნო.

"სასწავლო პროცესი აღდგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევენ ახლად დანიშნულ დირექტორს და სკოლის მართვა გადაეცემათ დირექტორის მოადგილეებს, რისი უფლებაც კანონით აქვთ. ახლად დანიშნულმა დირექტორმა დაარღვია ეთიკის კოდექსი და ჩვენ მას ვერ გამოვუცხადებთ ნდობას და ვერ მივიღებთ სკოლაში. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შეიძლება მასწავლებლებმა მიმართონ უკიდურეს ზომას, შიმშილობას", - განაცხადა ინგა თუთბერიძემ.

53-ე სკოლის მასწავლებლებს ცოტა ხნის წინ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ზაზა პაპუაშვილმა პედაგოგებს სასწავლო პროცესის აღდგენისაკენ მოუწოდა.

"სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს და უნდა შემოვიდეს ახალი დირექტორი. მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მინდა მშვიდობიანად, კანონიერად გადაწყდეს საკითხი ყოველგვარი არეულობის გარეშე", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 53-ე სკოლის დირექტორმა, მარიამ რამინაშვილმა დავა სასამართლო გზით უნდა გადაწყვიტოს.

როგორც ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, იგი ხვალ მარიამ რამინაშვილს შეხვდება და მისგან პირადად მოისმენს ინფორმაციას შექმნილი ვითარების შესახებ.

53-ე სკოლის მასწავლებლები ზაზა პაპუაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესის აღდგენის სურვილი აქვთ, თუმცა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სასწავლო პროცესი არ აღდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია