და­კარ­გუ­ლი ქმარ-შვი­ლი და თაღ­ლი­თი ქა­ლის მსხვერ­პ­ლად ქცე­უ­ლი მო­ხუ­ცი

და­კარ­გუ­ლი ქმარ-შვი­ლი და თაღ­ლი­თი ქა­ლის მსხვერ­პ­ლად ქცე­უ­ლი მო­ხუ­ცი

"გა­მარ­ჯო­ბა, შვი­ლო. მე თემ­ქის მო­ხუ­ცე­ბულ­თა პან­სი­ო­ნა­ტი­დან გა­წუ­ხებთ. ძა­ლი­ან მინ­და, ჩემ შე­სა­ხებ გე­სა­უბ­როთ და ის სი­ხა­რუ­ლიც გა­გი­ზი­ა­როთ, რაც მო­ხუ­ცე­ბულ­თა თავ­შე­სა­ფარ­მა მომ­ცა. იქ­ნებ დრო და­მით­მოთ იმის­თ­ვის, რა­თა ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნო, რომ აქ ცხოვ­რე­ბა და­სა­მა­ლი და სა­მარ­ცხ­ვი­ნო სუ­ლაც არ არის. პი­რი­ქით, 5-ოთა­ხი­ა­ნი ბი­ნაც რომ მომ­ცენ და მითხ­რან, - შე­გიძ­ლია, წახ­ვი­დეო, აქა­უ­რო­ბას ვერ დავ­ტო­ვებ. მე ჟუ­ჟუ­ნა გო­ცი­რი­ძე გახ­ლა­ვართ და იმე­დია, ჩე­მი ინ­ტერ­ვიუ თქვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვი­საც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა", - ეს სიტყ­ვე­ბი ეკუთ­ვ­ნის 75 წლის ქალ­ბა­ტონს, რო­მელ­მაც სა­ოც­რად რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა გა­მო­ი­ა­რა, მაგ­რამ ოპ­ტი­მიზ­მით სავ­სემ, იუმო­რის გრძნო­ბა არ და­კარ­გა და ცდი­ლობს, გარ­შე­მო მყო­ფებს კარ­გი გან­წყო­ბა შე­უქ­მ­ნას.

- თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რ­დი­ლი და და­ბე­რე­ბუ­ლი ქა­ლი ვარ. მყავ­და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქმა­რი და ორი შვი­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია თბი­ლი­სი­დან რომ გა­ა­ძე­ვეს, ამ ამ­ბავს მოჰ­ყ­ვა მი­ტინ­გე­ბი. ჩე­მი შვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში დი­დად ჩარ­თუ­ლი არ იყო, მაგ­რამ ისე გა­მო­ვი­და, რომ ამ ამ­ბავს შე­ე­წი­რა. 1992 წლის 2 თე­ბერ­ვა­ლი იყო. რკი­ნიგ­ზის სად­გურ­ზე მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თა, კი­ტო­ვა­ნის ბან­და კი მო­ქა­ლა­ქე­ებს თავს და­ეს­ხა. თურ­მე, მშვი­დო­ბი­ა­ნი ხალ­ხის დარ­ბე­ვა კი არა, მა­თი და­ხოც­ვა ჰქონ­დათ გა­დაწყ­ვე­ტი­ლი და ცეცხ­ლიც გახ­ს­ნეს. იმ პე­რი­ოდ­ში ჩე­მი უფ­რო­სი ვა­ჟი იქ­ვე, მი­წის­ქ­ვე­შა გა­და­სას­ვ­ლელ­ში იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, იქ სა­ო­ცა­რი აკუს­ტი­კაა და სრო­ლის ხმა კი­დევ უფ­რო გამ­ძაფ­რე­ბუ­ლად ის­მო­და. მა­შინ გამ­ხ­და­რა პირ­ვე­ლად ცუ­დად, მაგ­რამ შინ მო­სულ­მა არა­ფე­რი შე­იმ­ჩ­ნია. 3 დღე ცუ­დად ყო­ფი­ლა, თუმ­ცა იმ­დე­ნად თავ­მოყ­ვა­რე იყო, რომ ეს არ გაგ­ვიმ­ხი­ლა და ჩვენც ვე­რა­ფე­რი ვი­ეჭ­ვეთ, რად­გან ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, იჯ­და, კითხუ­ლობ­და, წერ­და. 3 დღის შემ­დეგ ანუ 5 თე­ბერ­ვალს მის­მა გულ­მა ვერ გა­უძ­ლო ნერ­ვი­უ­ლო­ბას, ტკი­ვილს და გარ­და­იც­ვა­ლა. მა­შინ ის 31 წლის იყო.

- რას საქ­მი­ა­ნობ­და?

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობ­და, პრაქ­ტი­კას გა­დი­ო­და. სურ­ვი­ლი ჰქონ­და, მო­მა­ვალ­შიც ტე­ლე­ვი­ზი­ას არ მოს­ცი­ლე­ბო­და... მა­პა­ტი­ეთ, მას­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მი­ჭირს... შვილი რომ დავ­კარ­გეთ, ეს ამ­ბა­ვი ჩემ­მა ქმარ­მა ისე გა­ნი­ცა­და, რომ სამ­ჯერ და­ე­მარ­თა ინ­ფარ­ქ­ტი. თუმ­ცა, სა­მი­ვე­ჯერ და­უძ­ვ­რა სიკ­ვ­დილს კლან­ჭე­ბი­დან, მაგ­რამ 2005 წელს, რო­ცა მე­ოთხედ გახ­და ცუ­დად, მი­სი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხ­და. სიკ­ვ­დილ­მა წა­მარ­თ­ვა ორი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი... მე­უღ­ლის მკურ­ნა­ლო­ბი­სა და ქმარ-შვი­ლის დაკ­რ­ძალ­ვის ხარ­ჯებ­მა ჩემს მხრებ­ზე გა­და­ი­ა­რა. ცხა­დია, ვა­ლის აღე­ბაც დამ­ჭირ­და. დი­დი არა­ფე­რი, მაგ­რამ ორო­თა­ხი­ა­ნი ჩე­ხუ­რი ბი­ნა მქონ­და. ვი­ფიქ­რე, ამ ბი­ნას გავ­ყი­დი, ვა­ლებს გა­ვის­ტუმ­რებ და ერ­თო­თა­ხი­ან ბი­ნას შე­ვი­ძენ სად­მე, მით უმე­ტეს, რომ ჩე­მი შვი­ლი საზღ­ვარ­გა­რეთ აპი­რებს წას­ვ­ლას-მეთ­ქი.

- შვილ­მა ამ გა­ჭირ­ვე­ბის დროს რო­გორ მი­გა­ტო­ვათ? სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წას­ვ­ლა რამ აიძუ­ლა?

- ჩე­მი უმ­ც­რო­სი ვა­ჟი, რო­მე­ლიც მომ­ღე­რა­ლი გახ­ლავთ, ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე არა­ერ­თხელ მდგა­რა, გას­ტ­რო­ლებ­ზეც ხში­რად უწევ­და წას­ვ­ლა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მა­ტე­რი­ა­ლუ­რად წელ­ში ვერ გა­ი­მარ­თა, რო­გორც მომ­ღე­რალს, რეს­ტო­რან­შიც უხ­დე­ბო­და მუ­შა­ო­ბა და ამით თით­ქოს, თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა ელა­ხე­ბო­და. მე­რე გა­დაწყ­ვი­ტა, უკ­რა­ი­ნა­ში წა­სუ­ლი­ყო. მარ­თა­ლია, იქაც რეს­ტორ­ნებ­ში უნ­და ემ­ღე­რა, მაგ­რამ იქ ხომ არა­ვინ იც­ნობ­და და თან - გა­ცი­ლე­ბით მეტ­საც გა­და­უხ­დიდ­ნენ ალ­ბათ...მოკლედ, მარ­ტო დავ­რ­ჩი და ბი­ნაც გავ­ყი­დე. გა­ვის­ტუმ­რე ვა­ლე­ბი და დამ­რ­ჩა 20.000 დო­ლა­რი, რაც სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი იყო ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის შე­სა­ძე­ნად. მაგ­რამ ვი­ფიქ­რე, - ასე უცებ რო­გორ ვი­ყი­დო? ჯერ კარ­გად შე­ვარ­ჩევ, მა­ნამ­დე კი სად­მე შე­ვა­ფა­რებ თავს-მეთ­ქი. მი­ვე­დი დე­ი­დაშ­ვილ­თან, რო­მელ­საც ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კერ­ძო სახ­ლი აქვს, მაგ­რამ მო­მე­რი­და, ხე­ლი არ შე­ვუ­შა­ლო-მეთ­ქი და ვთხო­ვე, - ეზო­ში პა­ტა­რა სა­თავ­სი რომ გაქვს, იქ მო­ვიწყობ ოთახს, დრო­ე­ბით-მეთ­ქი. ისე, მო­ხუცს სხვა აბა, რა მინ­დო­და?..

- სა­თავ­ს­ში ცხოვ­რე­ბის ნე­ბა დაგ­რ­თოთ?

- კი და ოთა­ხის მოწყო­ბა­შიც და­მეხ­მა­რა. ჩემ­და ჭი­რად თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, იმ ეზო­ში, ჩე­მი დე­ი­დაშ­ვი­ლის სახ­ლის ქვე­და სარ­თულ­ზე, ქი­რით ცხოვ­რობ­და ახალ­გაზ­რ­და გო­გო­ნა, რო­მელ­საც ტორ­ტე­ბის ბიზ­ნე­სი ჰქონ­და და "ხა­ზე­ი­კაც" თა­ვის­თან ჰყავ­და და­საქ­მე­ბუ­ლი. მითხ­რეს, რომ თვე­ში, მო­გე­ბის სა­ხით, 1.000 ლა­რი მა­ინც რჩე­ბო­და. იმ გო­გომ რომ გა­ი­გო, ბი­ნის შე­სა­ძე­ნად ფუ­ლი მქონ­და, შე­მო­მიჩ­ნ­და, - მა­სეს­ხე და მე­რე მე და­გეხ­მა­რე­ბი კარ­გი ბი­ნის ყიდ­ვა­შიო. ცო­ტა არ იყოს, ვი­ჭოჭ­მა­ნე, მაგ­რამ ის ფე­ხებ­ში მე­დე­ბო­და, აღარ მომ­შორ­და, ტვი­ნი გა­და­მიტ­რი­ა­ლა და გა­დავ­წყ­ვი­ტე: რაც არის, არის, სად და­მე­კარ­გე­ბა-მეთ­ქი? სხვა­თა შო­რის, იმ­დე­ნი ჭკუა კი ვიხ­მა­რე­ბა, რომ ნო­ტა­რი­უს­თან ყვე­ლა­ფე­რი წე­სის მი­ხედ­ვით გა­ვა­ფორ­მეთ.

- ალ­ბათ ბიზ­ნე­სი გა­ა­ფარ­თო­ვა და მო­გე­ბის გარ­კ­ვე­ულ პრო­ცენ­ტ­საც შეგ­პირ­დათ, არა?

- არა, უბ­რა­ლოდ, ვა­სეს­ხე იმ იმე­დით, რომ ბი­ნის სა­შოვ­ნე­ლად სირ­ბი­ლი არ დამ­ჭირ­დე­ბო­და. თუმ­ცა, ისიც მითხ­რა, ცო­ტა­ო­დენ ფულს შენც იშო­ვიო და ნო­ტა­რი­უს­თან რომ მი­ვე­დით, მა­საც უთხ­რა, - თვე­ში ამ­დენს მივ­ცე­მო. არ ვი­ცი, ერ­თ­მა­ნეთ­თან შეკ­რუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ თუ რა ხდე­ბო­და, მაგ­რამ ნო­ტა­რი­უს­მა გა­აპ­რო­ტეს­ტა, - პრო­ცენ­ტის სა­ხით ამ­დე­ნის მი­ცე­მა არ შე­იძ­ლე­ბაო. - არ მინ­და, სულ ნუ და­წერთ-მეთ­ქი. - ამ გო­გოს ასე ენ­დო­ბიო? - კი-მეთ­ქი. სი­მარ­თ­ლე ვთქვი, ნამ­დ­ვი­ლად ვენ­დო­ბო­დი! აბა, რას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ოჯა­ხის ქა­ლი, რო­მელ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­უღ­ლე, კარ­გი დე­დამ­თი­ლი და სა­მი შვი­ლი ჰყავ­და, ასე გა­მა­ცუ­რებ­და? ჩე­მი ჭკუ­ით, კე­თი­ლი საქ­მე გა­ვა­კე­თე... თან­ხა 2 წლის ვა­დით ვა­სეს­ხე, მაგ­რამ ვა­დის ამო­წურ­ვის შემ­დეგ არც ფუ­ლი მომ­ცა, არც რა­ი­მეს მპირ­დე­ბო­და. რო­ცა მივ­ხ­ვ­დი, რომ მწა­რედ მო­მატყუ­ეს, და­ვიწყე იმა­ზე ფიქ­რი, სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი? დარ­ჩე­ნილ ცხოვ­რე­ბას დე­ი­დაშ­ვი­ლის სა­თავ­ს­ში ხომ არ გა­ვა­ტა­რებ­დი? მარ­თა­ლია, პირ­ველ ხა­ნებ­ში ბი­ნის ქი­რას ვუხ­დი­დი (მი­ზე­რულ თან­ხას, მაგ­რამ მა­ინც...), მაგ­რამ მას მე­რე, რაც ფუ­ლი ხე­ლი­დან წამ­გ­ლი­ჯეს, ამის სა­შუ­ა­ლე­ბაც აღარ მქონ­და. ჰო­და, სწო­რედ ამ გა­სა­ჭირ­მა გა­მახ­სე­ნა ეს პან­სი­ო­ნა­ტი.

- მიკ­ვირს, ნუ­თუ არა­ვინ გყავ­დათ გვერ­დით, რო­ცა ბი­ნის ყიდ­ვა გსურ­დათ? დე­ი­დაშ­ვი­ლის­თ­ვის ქი­რის გა­დახ­დას არ გერ­ჩივ­ნათ, სად­მე გა­რე­უ­ბან­ში მა­ინც შე­გე­ძი­ნათ ბი­ნა?

- რო­გორ არ მერ­ჩივ­ნა, მაგ­რამ არ ვი­ცი, რა და­მე­მარ­თა, ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი ვი­ყა­ვი და ბი­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლად შოვ­ნაც გა­მი­ჭირ­და. ვი­ფიქ­რე, ცო­ტას დავ­წყ­ნარ­დე­ბი და ჭე­რის ძებ­ნას ამის შემ­დეგ შე­ვუდ­გე­ბი-მეთ­ქი...

- თავ­შე­სა­ფარ­ში რო­გორ მი­გი­ღეს?

- აღრიცხვაზე დავ­დე­ქი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო­ში. იმის­თ­ვის, რომ აქ უფა­სოდ, ყო­ველ­გ­ვა­რი ქი­რის გა­რე­შე მეცხოვ­რა, სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა მყო­ფი ადა­მი­ა­ნის სტა­ტუ­სი უნ­და მქო­ნო­და. ჰო­და, შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა სა­ა­გენ­ტო­ში. მო­ვიდ­ნენ შე­სა­მოწ­მებ­ლად და სა­ოც­რად მა­ღა­ლი ქუ­ლა - 82 ათა­სი და­მი­წე­რეს. იმ ქუ­ლე­ბით აქ რომ მოვ­ხ­ვედ­რი­ლი­ყა­ვი, თვე­ში 150 ლა­რი მა­ინც უნ­და გა­და­მე­ხა­და. სა­ი­დან მე­შო­ვა თვე­ში ამ­დე­ნი ფუ­ლი? მე ხომ არც ბი­ნა მაქვს, არც - არა­ფე­რი ღი­რე­ბუ­ლი. იმ სა­თავ­ს­ში სა­წო­ლი­სა და კა­რა­დის გარ­და, არა­ფე­რი ეტე­ო­და და არც არა­ფე­რი ეწყო. მე­რე მითხ­რეს: ეტყო­ბა ეგო­ნათ, რომ ნივ­თე­ბი გა­და­მა­ლუ­ლი გქონ­და და უფ­რო მე­ტიც, ამ სარ­დაფ­ში მათ­თ­ვის თვა­ლის ასახ­ვე­ვად ცხოვ­რობ­დიო. რა ვი­ცი, ალ­ბათ ასე­თე­ბიც ხდე­ბა, მაგ­რამ მე ხომ მარ­თ­ლა იქ ვა­ფა­რებ­დი თავს? ჰო­და, ეს ამ­ბა­ვი გა­ვაპ­რო­ტეს­ტე. სო­ცი­ა­ლურ სა­ა­გენ­ტო­ში მი­ვე­დი: ასეთ და ასეთ პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ და ეტყო­ბა, რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას აქვს ად­გი­ლი. გთხოვთ, ხელ­მე­ო­რედ შე­მა­მოწ­მოთ-მეთ­ქი. 2 კვი­რა­ში მო­ვი­და პა­სუ­ხი ჩემს გან­ცხა­დე­ბა­ზე: ვი­ნა­ი­დან წელს უკ­ვე შე­გა­მოწ­მეს, მე­ო­რედ აგენტს ვერ გა­მო­ვუშ­ვებთ. თუ რა­ი­მე პრე­ტენ­ზია გაქვთ, გა­ი­სად მოგ­ვ­მარ­თე­თო. ვი­ფიქ­რე, მა­ნამ­დე სად უნ­და ვიცხოვ­რო-მეთ­ქი? და­სახ­მა­რებ­ლად მე­რი­ას მივ­მარ­თე და გან­ცხა­დე­ბა იქაც დავ­ტო­ვე. თა­ვად გი­გის­თან ვერ შე­ვაღ­წიე, რად­გან მერს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ღე­ბის სა­ა­თი არ ჰქონ­და. გან­ცხა­დე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი დე­ტა­ლუ­რად აღ­ვ­წე­რე და უგუ­ლა­ვას ვთხო­ვე, - იქ­ნებ კი­დევ ერ­თხელ შე­ა­მოწ­მოთ ჩე­მი სამ­ყო­ფე­ლი-მეთ­ქი. ეტყო­ბა, მე­რი­ა­ში ეს სა­კითხი გა­ნი­ხი­ლეს და ჩემ­თან ისევ მო­ვი­და სო­ცა­გენ­ტი, რო­მელ­მაც 70 ათა­სი ქუ­ლა ჩა­მი­წე­რა. ესეც არ მაწყობ­და, რად­გან ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თავ­შე­სა­ფარ­ში ყოფ­ნი­სას თვე­ში 90 ლა­რი მა­ინც უნ­და გა­და­მე­ხა­და. გავ­ბ­რაზ­დი და წე­რი­ლი ახ­ლა პრე­ზი­დენტს გა­ვუგ­ზავ­ნე. ის პე­რი­ო­დი იყო, რო­ცა ლტოლ­ვი­ლებს ბი­ნებს ური­გებ­დენ პი­რად სა­კუთ­რე­ბა­ში. ჰო­და, მეც მივ­წე­რე: იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი დევ­ნი­ლებს ბი­ნებს უფორ­მებს, მე, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულს, გაზ­რ­დილ­სა და და­ბე­რე­ბულს ნუ­თუ, ერ­თი პა­ტა­რა ოთა­ხი არ მე­კუთ­ვ­ნის უფა­სოდ, პან­სი­ო­ნატ­ში-მეთ­ქი? ცო­ტა ხან­ში ისევ მო­ვი­და აგენ­ტი და მითხ­რა: რა­საც გინ­დათ, იმას და­გი­წერ­თო. - ეგ­რე არ მინ­და! რაც ნამ­დ­ვი­ლად მე­კუთ­ვ­ნის, ის და­მი­წე­რე-მეთ­ქი. შე­მა­ფა­სა და აღ­მოჩ­ნ­და, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ვი­ყა­ვი და აქ უფა­სო თავ­შე­სა­ფა­რი მომ­ცეს.

- თქვენ­მა შვილ­მა იცის, სა­დაც ცხოვ­რობთ?

- ეს რომ გა­ი­გო, გა­და­ი­რია: რას შვრე­ბი, თავს მჭრიო? ვუთხა­რი: შვი­ლო, ჯერ ერ­თი, არ არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ სად­მე გავ­ჩერ­დე. დე­ი­დაშ­ვილ­თან აბა, რო­დემ­დე უნ­და ვი­ყო-მეთ­ქი?.. თა­ვი­დან ერთ ოთახ­ში სა­მი ქა­ლი ვცხოვ­რობ­დით, მე­რე დამ­პირ­დ­ნენ, - თუ ჭკვი­ა­ნად იქ­ნე­ბი, ცალ­კე გა­და­გიყ­ვან­თო (ი­ცი­ნის).

- რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც აქ ხართ?

- სექ­ტემ­ბერ­ში მო­ვე­დი აქ.

- რა ბე­დი ეწია თქვე­ნი ბი­ნის ფულს?

- გა­მო­ვი­და, რომ დავ­კარ­გე... მას მე­რე, რაც აქ მო­ვე­დი, სა­სა­მარ­თ­ლო­ში შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა. სა­სა­მარ­თ­ლო პრო­ცეს­ზე ჩე­მი მე­ვა­ლე - ლა­ლი ჩუ­ბი­ნი­ძე არ გა­მოცხა­დდა. მარ­თა­ლია, და­ად­გი­ნეს, ის თან­ხა ნამ­დ­ვი­ლად გე­კუთ­ვ­ნი­სო, მაგ­რამ რა­ში მარ­გია სა­სა­მარ­თ­ლოს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა?..

- იმ გო­გოს ვე­ღარ პო­უ­ლობთ?

- ამა­სო­ბა­ში, კი­დევ ერ­თი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, მაგრამ თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლის გა­მო, ცხოვ­რე­ბა გა­იმ­წა­რა. მხო­ლოდ ჩე­მი ვა­ლი რომ ჰქო­ნო­და, რა უჭირ­და. მას კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ჰყავ­და მოტყუ­ე­ბუ­ლი, 5 ოჯა­ხი გა­ა­უ­ბე­დუ­რა; ამ ადა­მი­ა­ნებს ბი­ნე­ბი ჩა­ა­დე­ბი­ნა იპო­თე­კით და ახ­ლა ხუ­თი­ვე გა­მო­სახ­ლე­ბუ­ლია სა­კუ­თა­რი სახ­ლი­დან. ყვე­ლა ჩემ­სა­ვით ლმო­ბი­ე­რი კი არ არის. თუ და­მი­ჯე­რებთ, მის­თ­ვის ხმა­მა­ღა­ლი სიტყ­ვაც არ მით­ქ­ვამს; რა­ტომ­ღაც, ეს ვერ შევ­ძე­ლი, მე­ცო­დე­ბო­და და ვფიქ­რობ­დი, - იქ­ნებ ახ­ლა ვერ ახერ­ხებს, იქ­ნებ ძა­ლი­ან უჭირს-მეთ­ქი... მე კი­დევ რა მი­ჭირ­და, მარ­ტო ვი­ყა­ვი და სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის უნ­და მეშ­ვე­ლა, სხვებს კი ოჯა­ხე­ბი ჰქონ­დათ, შვი­ლე­ბი­ა­ნად ქუ­ჩა­ში დარ­ჩ­ნენ და ცხა­დია, მათ პა­ტი­ე­ბა უფ­რო მე­ტად გა­უ­ჭირ­დათ. შევ­ს­წ­რე­ბი­ვარ სუ­რათს, რო­ცა ლა­ლის ცხვირ­წინ და­ნას უტ­რი­ა­ლებ­დ­ნენ, მაგ­რამ ვე­რა­ვინ შეძ­ლო მი­სი და­ში­ნე­ბა. სახ­ლ­ში მი­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ, და­ა­წი­ო­კებ­დ­ნენ ხოლ­მე. ძა­ლი­ან კარ­გი ქმა­რი ჰყავ­და, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის გა­მო, სა­ცო­და­ვი გა­ლოთ­და, მე­რე ღვიძ­ლი და­ე­შა­ლა და გარ­და­იც­ვა­ლა. ამ ქალ­მა კი­დევ, 4 შვი­ლი დე­დამ­თილს მი­უ­ყა­რა, რო­მე­ლიც სიმ­სივ­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლია და მკერ­დი აქვს მოკ­ვე­თი­ლი, თა­ვად კი სად წა­ვი­და, არა­ვინ იცის...

- თქვენ­მა შვილ­მა იცის, რო­გორ მო­გატყუ­ეს?

- იცის და ცხა­დია, ამის გა­მო ინერ­ვი­უ­ლა კი­დეც, მაგ­რამ რომ შე­მატყო, კარ­გად არ ვი­ყა­ვი, და­მამ­შ­ვი­და: დაწყ­ნარ­დი. რა­ღას იზამ? ფუ­ლი და ბი­ნა უკ­ვე დავ­კარ­გეთ, ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან შენც რომ რა­მე და­გე­მარ­თოს, სულ გა­მა­უ­ბე­დუ­რე­ბო. მეც ვი­თომ და­ვიმ­შ­ვი­დე გუ­ლი... ახ­ლა მას­წავ­ლეს, სა­აღ­ს­რუ­ლე­ბო ბი­უ­რო­ში მი­დი და თან­ხის ამო­ღე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ა­ნო. იქაც მი­ვე­დი, მაგ­რამ მითხ­რეს, - ამო­სა­ღე­ბი თან­ხის 2% წი­ნას­წარ უნ­და გა­დი­ხა­დო­თო ანუ მათ­თ­ვის, საწყის ეტაპ­ზე, 400 დო­ლა­რი უნ­და მი­მე­ცა. ჯერ ერ­თი, სად მქონ­და ამ­დე­ნი თან­ხა და მე­ო­რეც, გა­რან­ტი­ას არ იძ­ლე­ვი­ან. მა­გა­ლი­თიც მქონ­და: აქ ერ­თი კა­ცი ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ცო­ტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. 1.000 დო­ლა­რის ამო­ღე­ბა უნ­დო­და და 50 დო­ლა­რი გა­და­ახ­დე­ვი­ნეს, მაგ­რამ ის ფუ­ლიც და­კარ­გა. ამის შემ­დეგ რო­გორ­ღა გავ­რის­კავ­დი? იქ­ნებ თქვე­ნი ჟურ­ნა­ლი აღ­მოჩ­ნ­დეს შუ­ა­მა­ვა­ლი სა­აღ­ს­რუ­ლე­ბო ბი­უ­როს და ჩემ შო­რის. იქ­ნებ გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვან და თან­ხის ამო­ღე­ბის შემ­დეგ გა­და­მახ­დე­ვი­ნონ 2 კი არა, თუნ­დაც - 4%.

- რო­ცა იმ "ბიზ­ნეს­მენს" ფულს აძ­ლევ­დით, დე­ი­დაშ­ვილ­მა არ გირ­ჩი­ათ, არ მის­ცე, ბევ­რი ვა­ლი აქ­ვ­სო?

- არა, მა­შინ ეს ამ­ბა­ვი არც მან იცო­და, თო­რემ რო­გორ არ მეტყო­და? თა­ნაც, ეს ფუ­ლი ოხე­რი რამ ყო­ფი­ლა: დე­ი­დაშ­ვი­ლის შვილ­მაც მთხო­ვა, მა­სეს­ხეო, მაგ­რამ არ მი­ვე­ცი, რად­გან სახ­ლ­ში ზის, მუ­შა­ო­ბა ეზა­რე­ბა და დე­და­მი­სი ას­მევს, აჭ­მევს, ის გო­გო კი მუ­შა­ობ­და და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რიც მე­გო­ნა. იმე­დი მქონ­და, რომ ვალს დრო­ზე და­მიბ­რუ­ნებ­და. მარ­ტო მე რომ მო­ვეტყუ­ე­ბი­ნე, ვი­ფიქ­რებ­დი, - ქა­ლი დავ­ბერ­დი და ეტყო­ბა, ჭკუ­აც დავ­კარ­გე-მეთ­ქი, მაგ­რამ ის ხუ­თი ახ­მა­ხი ბი­ჭი მა­ინც რო­გორ გა­ა­ცუ­რა?

- თქვე­ნი შვი­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რად არ გეხ­მა­რე­ბათ?

- თვე­ში ერ­თხელ ან ორ თვე­ში ერ­თხელ მა­ინც, 100 დო­ლარს მიგ­ზავ­ნი­და, მაგ­რამ შეგ­რო­ვე­ბას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. ვერც იმას ვეტყ­ვი, 400 დო­ლა­რი გა­მო­მიგ­ზავ­ნე, ფუ­ლის ამო­სა­ღე­ბად მინ­და-მეთ­ქი. შვილს ჩე­მი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბით, ისე­დაც და­ვა­კარ­გ­ვი­ნე ბი­ნა.

- ქალ­ბა­ტო­ნო ჟუ­ჟუ­ნა, ვიდ­რე ვაჟს და­კარ­გავ­დით, რო­გორ ცხოვ­რობ­დით?

- 35 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე გა­მომ­ცემ­ლო­ბა "სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში". კარ­გი დი­რექ­ტო­რე­ბი მყავ­და: ელ­გუ­ჯა მაღ­რა­ძე, ჯან­სუღ ჩარ­კ­ვი­ა­ნი, გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძე... სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, იმ პე­რი­ოდ­ში უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­სა­ბა­რებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლი იყო, მუ­შა­ო­ბის 2 წლის სტა­ჟი გქო­ნო­და. ბა­ბუ­ა­ჩე­მი მუ­შა­ობ­და ამ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში, სა­ი­დუმ­ლო ნა­წი­ლის გამ­გე იყო, კად­რე­ბი ება­რა და რა­ღაც კურ­სე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, მბეჭ­დავ-მე­მან­ქა­ნედ მო­მაწყო. იქ­ვე გა­ვი­ცა­ნი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, შეგ­ვე­ძი­ნა 2 შვი­ლი, მაგ­რამ მე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე მა­ინც ვფიქ­რობ­დი და უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კათ­მ­ცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე კი­დეც. მე­რე შე­მეძ­ლო, სხვა­გა­ნაც მე­შო­ვა სამ­სა­ხუ­რი, მაგ­რამ გა­მომ­ცემ­ლო­ბას ვერ შე­ვე­ლიე. თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­აწყ­ვეს, რომ არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. გრა­მა­ტი­კა ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დი და ჩე­მი უფ­რო­სე­ბი, ცნო­ბი­ლი მწერ­ლე­ბი, პო­ე­ტე­ბი რა­ღა­ცებს მა­ბეჭ­დვი­ნებ­დ­ნენ.

- მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე რო­გორ გა­ი­ცა­ნით?

- ის სტამ­ბა­ში მუ­შა­ობ­და. სა­ერ­თოდ, ყო­ველ­თ­ვის ლა­მა­ზი ბი­ჭე­ბი მომ­წონ­და, თა­ვად კი სი­ლა­მა­ზით ვერ და­ვიკ­ვეხ­ნი­დი. ერ­თხელ გო­გო­ნებ­მა მითხ­რეს, - ჩვენ­თან ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭი მო­ვი­დაო. ისე აქეს, და­ვინ­ტე­რეს­დი, - ვინ არის-მეთ­ქი? - წა­მო­დი, ნა­ხეო. ის რომ და­ვი­ნა­ხე, ლა­მის გო­ნე­ბა დავ­კარ­გე. მარ­თ­ლაც, სა­ოც­რად ლა­მა­ზი იყო. მა­შინ მი­სი გაც­ნო­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხე. სხვა­თა შო­რის, ის გი­ტა­რა­ზე უკ­რავ­და, თან - შე­სა­ნიშ­ნა­ვად მღე­რო­და. ჩე­მი კა­ბი­ნე­ტის გვერ­დი­თ ოთახ­ში კლუ­ბი იყო და იქ ხში­რად მო­დი­ო­და. კლუბ­ში შე­სას­ვ­ლე­ლად, ჩე­მი ოთა­ხი უნ­და გა­ევ­ლო და ამის წყა­ლო­ბით გა­ვი­ცა­ნი. მე­რე შეგ­ვიყ­ვარ­და კი­დეც ერ­თ­მა­ნე­თი. თა­ნაცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მე­ხუმ­რე­ბო­და: შენ სახ­ლ­ში ერ­თი ღა­მის­თ­ვის მო­გიყ­ვა­ნე და რამ­დე­ნი ხა­ნი შე­მორ­ჩიო (ი­ღი­მის). 45 წე­ლი გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად. ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბიც კი ამ­ბობ­დ­ნენ: ასე რით მო­ა­ჯა­დო­ვე, ცო­ლად რომ მო­გიყ­ვა­ნაო?

- რო­ცა ახალ­გაზ­რ­და იყა­ვით, თავ­შე­სა­ფარ­ში მცხოვ­რებ მო­ხუ­ცებ­ზე, მათ ნა­თე­სა­ვებ­ზე რას ფიქ­რობ­დით?

- მა­შინ ასეთ რა­ღა­ცებ­ზე სა­ფიქ­რა­ლად არ მე­ცა­ლა. სა­მა­გი­ე­როდ, უკ­ვე თა­ვა­დაც ხან­ში შე­სულს, ვიდ­რე აქ მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი, ძა­ლი­ან მე­ცო­დე­ბო­და პან­სი­ო­ნატ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი. მი­ნა­ხავს გა­და­ცე­მე­ბი, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი მო­ხუ­ცე­ბი ნაღ­ვ­ლი­ა­ნე­ბი ჩან­დ­ნენ, ტი­როდ­ნენ... მე კი შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ აქ ძა­ლი­ან კარ­გად ვარ. შვი­ლო, ჩე­მი ასა­კის ადა­მი­ან­მა ყვე­ლა­ფე­რი ხომ უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს? სახ­ლი არ მაქვს და კა­რი, აქ კი არც მაწ­ვიმს, არც მა­თოვს და არც - მცი­ვა. ჩემ­თ­ვის ვარ, რო­ცა მინ­და, დავ­წ­ვე­ბი, რო­ცა მინ­და - ავ­დ­გე­ბი, უბა­ტო­ნოდ ხმას არა­ვინ გამ­ცემს. გა­და­სა­ხად­ზე არ ვფიქ­რობ, არა­ფე­რი მე­ვა­ლე­ბა, ექი­მი და ექ­თა­ნე­ბიც არი­ან, წამ­ლე­ბი ასე თუ ისე, გვაქვს და სხვა რა უნ­და მინ­დო­დეს მო­ხუც ადა­მი­ანს?

- მას მე­რე, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან წა­ვი­და, თქვე­ნი ვა­ჟი არ გი­ნა­ხავთ?

- რო­გორ არა! ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე თვის წინ მეს­ტუმ­რა. დი­რექ­ტორ­თან მი­ვე­დი და ვთხო­ვე, - რამ­დე­ნი­მე დღე ჩემ­თან დარ­ჩე­ბა, წა­სას­ვ­ლე­ლი არ­სად აქვს, მა­ლე სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან უნ­და წა­ვი­დეს და ამ დღე­ებ­ში მა­ინც ნუ მო­მაკ­ლებთ მის გვერ­დით ყოფ­ნის სი­ა­მოვ­ნე­ბას-მეთ­ქი. ჩე­მი თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს და ჩემს შვილს უფ­ლე­ბა მის­ცეს, აქ მო­ეწყო ლო­გი­ნი. ამ პა­ტა­რა ოთახ­ში ლა­მის ერ­თი თვე, ერ­თად ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი, რად­გან ვა­ჟი გვერ­დით მყავ­და. აქა­უ­რო­ბას ისე შე­ეჩ­ვია, მე­უბ­ნე­ბო­და: ვიდ­რე გნა­ხავ­დი, შოკ­ში ვი­ყა­ვი, დე­და­ჩე­მი სად მი­ვი­და-მეთ­ქი, ახ­ლა კი ვხე­დავ, რომ ჩემ­ზე უკე­თე­სად ცხოვ­რო­ბო.

მად­ლო­ბას ვწი­რავ უფალს, რომ ეს თავ­შე­სა­ფა­რი მაქვს. ჩვენ­თ­ვის ხში­რად აწყო­ბენ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, მო­დი­ან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც. ამას­თა­ნა­ვე, დი­რექ­ცია ხში­რად მიშ­ვებ­და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, რა­დი­ო­ში, რო­გორც რეს­პონ­დენტს. ერ­თხელ "მზე­სუმ­ზი­რებ­ში" მი­მიწ­ვი­ეს. პირ­და­პირ ეთერ­ში ვი­ღაც ქალ­მა და­მის­ვა შე­კითხ­ვა: შენ­მა შვილ­მა რა თქვა, მანდ რომ ცხოვ­რო­ბო? ავუხ­სე­ნი, რომ პან­სი­ო­ნატ­ში ცხოვ­რე­ბა სა­ში­ნე­ლე­ბა არ არის. ჩვენ­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე სა­ათს თუ გა­ა­ტა­რებთ, მიხ­ვ­დე­ბით, რომ ამა­ში სა­მარ­ცხ­ვი­ნო და სა­ში­ში ან სა­გან­გა­შო არა­ფე­რია-მეთ­ქი და ეს მარ­თ­ლაც, ასეა! აბა, გა­ი­ა­რეთ ქუ­ჩა­ში და და­ით­ვა­ლეთ, ბუნ­კე­რებ­თან, ნა­გავ­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქე­ქე­ბა. ხან­დაზ­მუ­ლე­ბი ბოთ­ლებს, რკი­ნებს აგ­რო­ვე­ბენ, აბა­რე­ბენ და ნა­შოვ­ნი ფუ­ლით პურს ყი­დუ­ლო­ბენ, ღა­მეს კი სკვე­რებ­ში ათე­ნე­ბენ. ამას არ ჯო­ბია, თავ­შე­სა­ფარ­ში იყ­ვ­ნენ, სა­დაც მათ­ზე შე­სა­ბა­მი­სად იზ­რუ­ნე­ბენ? თქვე­ნი აზ­რით, რა უფ­რო ულა­ხავს ადა­მი­ანს ღირ­სებას, სუფ­თა ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, თუნ­დაც სა­ხელ­მ­წი­ფოს ხარ­ჯ­ზე თუ ნა­გავ­ში ქექ­ვა და ქუ­ჩა-ქუ­ჩა წან­წა­ლი?

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია