"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე გუშინ განვითარებული მოვლენების გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. ამასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.
"საქართველოს რეგიონებში 10 აპრილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამართალწარმოება იმავე დღეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო.
პიროვნებების იდენტიფიცირების შემდეგ, სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაკავებულია: 1975 წელს დაბადებული კობა კ., 1991 წელს დაბადებული გურამ ლ., 1994 წელს დაბადებული მანუჩარ მ., კახეთის რეგიონში: 1989 წელს დაბადებული არჩილ ბ., 1986 წელს დაბადებული ლევან კ.; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში: 1985 წელს დაბადებული მერაბ ღ. და 1990 წელს დაბადებული ვახტანგ მ.", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.