"პედოფილები და მკვლელები დამკვეთის ზარს ელოდებიან. ზონდერები ხელისუფლებაში იმალებიან"

"პედოფილები და მკვლელები დამკვეთის ზარს ელოდებიან. ზონდერები ხელისუფლებაში იმალებიან"

"მოხდა სრული მარგინალიზაცია "ნაციონალური მოძრაობის", თუმცა მათ ჰქონდათ შანსი გამხდარიყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია და ეს შანსი არ გამოიყენეს", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

"არაერთხელ დამიწერია რეალურ საფრთხეებზე, რომელიც არსებობდა. მე გეტყვით რა ძალებზე დაყრდნობით შეიძლება მოხდეს ის, რასაც ფიქრობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ფიქრობენ იმიტომ, რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები, რადგან არანაირ სხვა არჩევნებში შანსი არ ექნებათ. მე არ ვიცი საზოგადოებისთვის რამდენად არის ცნობილი, აბსოლუტურად ისტერიულ ტემპში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ათავისუფლებდა ციხეებიდან მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ ადამიანებს, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ 30–40 წელი, მათ შორის იყვნენ პედოფილები, მკვლელები, ყაჩაღობაზე ნასამართლევი. ასეთები ასეულობით არიან. რა თქმა უნდა, ისინი დამკვეთის ზარს ელოდებიან. ეს არის ერთი სეგმენტი. მეორე - ის ძალები ისევ სახელისუფლებო სტრუქტურებში იმალებიან და კოორდინირებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და იმედი აქვთ, რაღაცა სახით, თუ ისინი დაბრუნდებიან, გვერდს დაუმშვენებენ. ესენი არიან ზონდერები და პირდაპირ უნდა დაასახელონ. მე წარმოვაგდენ საჯარო მოხელეს, სადაც საჭირო იყო წარვადგინე ეს სიები და დასტური მივიღე, რომ ეს ხალხი დატოვებს სავარძელს. სხვა შემთხვევაში მე დავტოვებ სავარძელს და როგორც თავისუფალ მოქალაქეს მექნება საშუალება, დავასახელო ეს მოქალაქეები. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შს მინისტრი, რომელიც ღიად განაცხადებდა, რომ საფრთხე არსებობს. ეს იყო დროული, პრევენციული ხასიათის განცხადება", - აცხადებს მოროშკინა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია