სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ

სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შსს-ს ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ

თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წამოწყებულ, ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ მიმართულ ანტინარკოტიკულ კამპანიას შეუერთდნენ.

შსს-ს ცნობით, სტუდენტების ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და ასევე, ვაკის პარკთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების კედლების მოხატვის აქცია გაიმართა. ახალგაზრდებმა ანტინარკოტიკულ თემაზე საკუთარი ესკიზები კედლებზე გადაიტანეს და თანატოლებს მოუწოდეს უარი თქვან ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარებაზე.

შსს-ს ცნობით, აღნიშნულ კამპანიას ახალგაზრდები რეგიონებშიც გამოეხმაურებიან. კედლების მოხატვის აქციები ერთდროულად რამდენიმე ქალაქში: რუსთავში, გორში, თელავში, ახალციხეში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმსა და ზუგდიდში გაიმართება.

აქციებში მონაწილეობას როგორც სამხატვრო სასწავლებლების სტუდენტები, ასევე, სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია "ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება". კამპანიის ფარგლებში გადაღებულ საინფორმაციო ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები მოქალაქეებს აწვდიან ინფორმაციას, თუ რა შედეგებს იწვევს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარება. საინფორმაციო რგოლები ტელე და რადიოეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელებში განთავსდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია